facebook

 

Chenel
2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

დაიწყო ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სეზონი. პირველივე ტურში ერთმანეთს ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული შეხვდა და მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის მონპელიე შინ დამარცხდა მაკედონიის ვარდართან - 24-27. 

ეს სეზონი შესაძლოა ლიგაში პირველი აღმოჩნდეს მონპელიეს ქართველი ხელბურთელის, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძისთვის. მან ფრანგულ კლუბთან ერთი წლის წინ გააფორმა კონტრაქტი და პირველი სეზონი მეორე გუნდში გაატარა, წლეულს კი უკვე არის მონპელიეს 24-კაციან სალიგო განაცხადში, თუმცა, პირველ მატჩში 16-კაციან შემადგენლობაში არ ყოფილა.

მონპელიე თითქმის იმავე შემადგენლობით თამაშობს, ერთადერთი, პივოტი ლუდოვიკ ფაბრეგასი გაუშვა ბარსელონაში, 2016 წლის ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს კი ახალი ვარსკვლავი არავინ დაუმატებია და ორი ლიდერი, ცინდრიჩი და მეკარე შტერბიკი დააკლდა - ორივე უნგრეთის ვესპრემში გადავიდა. ამის მიუხედავად, ვარდარმა დამაჯერებლად მოიგო მონპელიეში 27-24.

წლევანდელ სეზონში A ჯგუფი აშკარად უფრო ძლიერია. აქ ვესპრემმა 29-27 მოუგო 2015 წლის ჩემპიონ კელცეს, ხოლო საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, რომლის ხელბურთის გუნდმა ოფიციალურად შემოკლებული ფორმა, ბარსა დაირქვა, პირველ ტურში 34-35 დამარცხდა მანჰაიმში, რაინ-ნეკართან.

B ჯგუფში გერმანიის ჩემპიონმა ფლენზბურგმა სტუმრად დაამარცხა შარშანდელი ფინალისტი, საფრანგეთის ნანტი 34-31, ხოლო მესამე ფრანგულმა კლუბმა, პარი სენ ჟერმენმა 35-29 მოუგო ზაპოროიეს მოტორს.

ამ კვირაში მეორე ტურია. მეორე სეზონია, ჩემპიონთა ლიგას აჩვენებს ქართული ტელეკომპანია, სილკი.

ხელბურთი.  ჩემპიონა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 1 ტური, 13-16 სექტემბერი

მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-01/1317551

A ჯგუფი

რეინ-ნეკარი (გერ) - ბარსა (ესპ) 35-34

სიგურდსონი 6, გროცკი, კოლბახერი, მენსა, შმიდი 5 - გომესი 11, ნგესანი 8

მონპელიე (საფ) - ვარდარი (მკდ) 24-27

კავტიჩნიკი 6, ფოსტენი 3 - ბოროზანი 8, ჩუპიჩი 6, სკუბე 5

ვესპრემი (უნგ) - კელცე (პოლ) 29-27

გაიჩი 6, შტრლეკი 5, ლეკაი, ნადი 4 - დუიშებაევი 10, იანცი 4

კრისტიანსტადი (შვდ) - მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-32

B ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (კკრ) - პსჟ (საფ) 29-35

მალაშინსკასი 6, პუხოუსკი 5 - რემილი 8, აბალო, ნ. კარაბატიჩი 5

ცელიე (სნ) - სკიერნი (დან) 26-27

ნანტი (საფ) - ფლენზბურგი (გერ) 31-34

რივერა 6, კლერი 5 - როდი 6, ლაუგე 5

ზაგრები (ხორ) - სეგედი (უნგ) 23-24

ჰორვატი 8 - კალმანი 6, ბანჰიდი, ბოდო 5

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში

C ჯგუფი

ბეშიქთაში (თურ) - ტატრან-პრეოვი (სლკ) 22-28

სპორტინგი (პორ) - მეტალურგ სკოპიე (მკდ) 34-26

სილკებორგი (დან) - ჩეხოვკიე მედვედი (რუს) 39-28

D ჯგუფი

კოქსი (ფინ) - ლეონი (ესპ) 19-19

დინამო ბუკურეშტი (რუმ) - ელვერუმი (ნორ) 26-24

ვისლა პლოცკი (პოლ) - თიუნი (შვც) 34-24

C, D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს მერვედფინალში  გასასვლელად

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19
გოგონები 2002-03
29 სექტემბერი, არენა 2 
ქარიშხალა 30-21 მამული
ყვარელი 11-8 პეგასი
მამული 4-17 ყვარელი
 
30 სექტემბერი, სენაკი
აჭარა 29-12 წყალტუბო
სამტრედია 23-6 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 10-16 ფოთი
ბსბ ბათუმი 8-16 აჭარა
ფოთი 22-13 სამტრედია
 
13 ოქტომბერი, არენა 2
პეგასი 18-19 ქარიშხალა
პეგასი 26-19 მამული
ქარიშხალა 21-21 ყვარელი
საქართველოს თასი
2018
25-27 სექტემბერი. არენა 2
25 სექტემბერი. 1/4 ფინალი
გორი 19-49 BSB ბათუმი
იმედი სტუ თელავი 41-13 ფოთი
 სპორტუნი 43-34 სამტრედია
ქუთაისი 31-38 პეგასი
 
26 სექტემბერი. 1/2 ფინალი
BSB ბათუმი 28-21 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 16-39 პეგასი
 
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: