facebook

 

Chenel


 
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

როდის იტყვიან ქვეყანაზე კარგიაო? ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი ნაღდია: ცუდ ქვეყანას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს ზედიზედ არავინ ანდობს.

ხელბურთზე მოგახსენებთ.

2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა 10 უმაღლესი რანგის საერთაშორისო შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში: პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი, IHF/EHF ორი ტროფი, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი ბიჭებსა და გოგონებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიციო და ორი ფინალური ტურნირი და - 2017 წლის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი 24 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით.

ამიტომაც, თუ სადმე უცხოეთში ვინმე ჩვენს ქვეყანაზე კარგს იტყვის, ეს ქართული სახელბურთო სამყაროს დამსახურებაც იქნება.

ერთადერთი, რამაც ევროპის ჩემპიონატზე ცოტა გული დამწყვიტა, მაყურებლის სიმცირე იყო. არადა, თამაშებზე დასწრებაში შაურს არავინ ითხოვდა. თითქოს მეტი რა უნდა გინდოდეს აგვისტოს ხვატში თბილისში ჩარჩენილ ადამიანს — გრილი დარბაზი და ბლომად სანახაობა. თან ლაპარაკია სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ჩვენში ყოველთვის უყვარდათ; რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვყოლია; სადაც ჩვენი ნაკრებიც გამოდიოდა, მაგრამ...

თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ასაკობრივ შეჯიბრებებს მაყურებელი მთელ მსოფლიოში ნაკლებად წყალობს. ასე რომ, დიდი უბედურება ესეც არ ყოფილა. თუ ასე გაგრძელდა, ხალხს ერთადერთი გზა დარჩება — დარბაზისაკენ. მითუფრო, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე გულშემატკივარი მაინც დადიოდა და ალბათ სხვა მიზეზებთან ერთად ამიტომაც გამოვიდა ჩვენი გუნდის თამაშები ემოციური.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა, თუმცა შესაძლოა ამჯერად დაკავებულ ადგილზე უფრო ხაზგასასმელი ის რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში იყო, ჩვენმა ბიჭებმა რომ ჩაატარეს. უპირველეს ყოვლისა ეს გახლდათ შეხვედრა ბელარუსის ძლიერ ნაკრებთან, რომელიც საბოლოოდ ფინალში გავიდა და იქ იტალიასთან დამარცხდა. ჩვენებმა ბელარუსელებს აჯობეს. გამარჯვებაში (32:24) მთელმა გუნდმა დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო კაპიტანმა გიორგი ცხოვრებაძემ 20 გოლი შეაგდო.

დაძაბული გამოდგა თამაში ფინეთთანაც, რომელშიც მეტოქეებმა 18-ჯერ გაუთანაბრეს ერთმანეთს ანგარიში და შეხვედრაც ფრედ, 25:25 დასრულდა. სხვათა შორის, ბედმა ისე ინება, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი ბოლო მატჩიც ფინეთთან ჩაატარა. მეტოქეებმა ისევ ტოლი არ დაუდეს ერთმანეთს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 11 წამით ადრე, როდესაც ტაბლოზე 22:22 ეწერა, ბურთს კი ფინელები ფლობდნენ, საქართველომ მეტოქის შეტევა ჩაჭრა და სწრაფი კონტრშეტევით გამარჯვების გოლი გაიტანა. სწორედ ამ მოგებამ გაიყვანა ჩვენი გუნდი მე-7 ადგილზე.

მეტის შანსი თუ იყო? როგორ არა. თუნდაც, ბოლოსწინა დღეს, ფარერებთან მატჩისშემდგომ პენალტებში რომ გაგვმართლებოდა და არ წაგვეგო (32:30), მეშვიდე კი არა, მე-5 ადგილისთვის ვიბრძოლებდით.

ალბათ, ჯგუფშიც შეიძლებოდა საბერძნეთის გუნდთან უკეთ გამოსვლა, მაგრამ წავაგეთ (24:19). არადა, რომ მოგვეგო ჯგუფში ბელარუსს გადავასწრებდით და სულაც ნახევარფინალში გავიდოდით....

თუმცა, რაც იყო, იყო. ეტყობა, ჯერჯერობით გამოცდილების დაგროვების დრო გვიდგას. მთავარია, რომ კარგი ახალგაზრდები მოდიან: გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი ლაპიაშვილი, იური სილაგაძე...

ხოლო საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება, იციხლეთ, დაგვიგროვდა. ვისაც არ სჯერა, ჩემპიონატის მხიარულ თილისმას, ჯიქ კაკის ჰკითხოს — ტურნირს ხომ მასკოტით დაწყებული, ლაივსტრიმებით და მსოფლიოს ინტერნეტ-ჩართულობით დასრულებული, არაფერი აკლდა.

ჩემპიონი კი იტალიის ჭაბუკთა ნაკრები გახდა, რომელმაც ყველას დაუყვედრებლად აჯობა და ღირსეულად აღმართა გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი.

დასკვნა? თუ წერილის ბოლოს დასკვნა აუცილებელია, ის ასეთი უნდა იყოს: ვფიქრობ, საქართველოში ხელბურთის აღმავლობა უნდა დაიწყოს.

მაყურებლებო, მშობლებო, ბავშვებო ყველანი შემოუერთდით!

ილია ბაბუნაშვილი

2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18
ჭაბუკები
I
  სამტრედია
II
  აჭარა
III
  ბათუმი
    ა ჯგუფი
  გატ-გაშ  
    სამტრედია 3   3 0 0 89-52 6  
    ფოთი 3   2 0 1 83-77 4  
    ყვარელი 3   0 1 2 63-78 1  
    ქარიშხალა 3   0 1 2 57-85 1  
    ბ ჯგუფი
  გატ-გაშ  
    აჭარა 3   2 0 1 105-99 4  
    BSB ბათუმი 3   2 0 1 93-82 4  
    პეგასი 3   1 0 2 85-79 2  
    თელავი 3   1 0 2 84-107 2  

უმაღლესი. კაცები [ სრულად ]
I
  BSB ბათუმი
II
  ქუთაისი
III
  იმედი თელავი
სპორტის სასახლე
ნახევარფინალი. 4 მაისი
#1 BSB ბათუმი 20-18 პეგასი #4
#2 ქუთაისი 31-24 იმედი თელავი #3
 
ფინალი. 5 მაისი
BSB ბათუმი 31-30 ქუთაისი
 
მესამე ადგილი
პეგასი 24-25 იმედი თელავი
    საბოლოო
    გატ-გაშ  
   BSB ბათუმი
  21   17 3 1 801-590 37  
   ქუთაისი
  21   17 1 3 792-629 35  
   იმედი თელავი   21   16 1 4 713-603 33  
   პეგასი   21   12 1 8 767-698 25  
   გორი
  21   10 0 11 725-794 20  
   სტუ ქარიშხალა   21   5 0 16 660-717 10  
   წყალტუბო
  21   2 0 19 614-807 4  
   სამტრედია   21   2 0 19 555-789 4  

უმაღლესი. ქალები
I
  ქარიშხალა
II
  მამული
III
  ფოთი
   საბოლოო
        გატ-გაშ  
 1  ქარიშხალა ^
14   12   1   1   313-233 25  
 2  მამული
14   12   1   1   330-201 25  
 3  ფოთი 14 8 2 4 220-202 18
   წყალტუბო
14   7   0   7   188-222 14  
   სამტრედია 14   4   5   5   209-221 13  
   აჭარა
14   3   3   8   187-224 9  
   ყვარელი ^
14   2   0   12   193-254 4  
   პეგასი 14   1   2   11   186-269 4  
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით

გოგონები
I
  აჭარა
II
  ქარიშხალა
III
  ფოთი
    საბოლოო
  გატ-გაშ  
 1   აჭარა 12   12 0 0 160-99 24  
 2   ქარიშხალა
12   9 0 3 186-152 18  
 3   ფოთი 12   7 1 4 141-111 15  
    სამტრედია
12   5 0 7 124-162 10  
    ყვარელი 12   4 1 7 127-133 9  
    პეგასი
12   4 0 8 140-153 8  
    მამული
12   0 0 12 78-146 0  

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!

2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L




ჩვენი პარტნიორები: