facebook

 

Chenel
2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

შვედეთში გაემგზავრა საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა ნაკრები, რომელსაც 2-6 ივლისს ქალაქ გოტენბურგში ევროპის ღია ჩემპიონატზე უწევს გამოსვლა. 

საქართველოს ნაკრებები შვედეთში ზედიზედ 4 სეზონია, თამაშობენ. 2 წლის წინ იქ იასპარეზა ჩვენი გოგონების 18-წლამდელთა გუნდმა, მას შემდეგ კი შეჯიბრების რეგლამენტი შეიცვალა და მონაწილეთა ასაკი შემცირდა - კენტ წლებში იმართება 17-წლამდელ ჭაბუკთა ტურნირი, ლუწ წლებში - 16-წლამდელ გოგონათა. ამ ასაკობრივ კატეგორიებში ადრე ევროპის ჩემპიონატები არ იყო, 2017 წლიდან კი ეს სტატუსი მიენიჭა სწორედ გოტენბურგის შეჯიბრებას, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ბავშვთა სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილია.

შეჯიბრებას ოფიციალურად ჰქვია ევროპის ღია ჩემპიონატი, პრეფიქსი ღია კი მხოლოდ იმის აღმნიშვნელია, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრება არ იმართება. ორიოდ გამონაკლისის გარდა იქ ყველა უძლიერესი ნაკრები თამაშობს ხოლმე. ფორმატი უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპის სხვა ჩემპიონატებზე - სათამაშო დღეების რიცხვი სულ ხუთია, მონაწილეობს 20 ნაკრები, რის გამოც გუნდებს დღეში 2 მატჩი უწევთ. განსაკუთრებით მძიმე იქნება ჩვენთვის პირველი დღე, როცა ვეთამაშებით ჯგუფის ორ ფავორიტს, უნგრეთსა და ჰოლანდიას. 2 ივლისს ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფარერის კუნძულები და ლიტვა. ამის შემდეგ ტურნირი ორად გაიყოფა - ორი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო დანარჩენები 9-20 ადგილებისთვის ითამაშებენ.

საქართველოს ეს ნაკრები გოგონათა მესამე თაობაა, რომელიც, ევროპულ ასპარეზზე გადის 1998 და 2000 წლებში დაბადებულთა გუნდების შემდეგ. გოგონები ნაყოფიერად ემზადებოდნენ უკრაინელი ანდრეი პორტნოის, ბექარ ორჯონიკიძისა და ინა ჭკუასელის ხელმძღვანელობით. ნაკრებმა ჯერ თბილისში ივარჯიშა, 14-28 მაისს ორკვირიანი შეკრება ჰქონდა თელავში, სადაც სამჯერ ითამაშა აზერბაიჯანის ნაკრებთან, ივნისის დასაწყისში კი იყო უკრაინაში, სადაც კიდევ 4 ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინულ და ბელარუსულ კლუბებთან. მზადებაში ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ერთ-ერთი ლიდერი, ჯგერენაია ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და გუნდს მხოლოდ ივნისში, ამხანაგური მატჩების შემდეგ შეუერთდა. შვედეთში გაემგზავრა 15 ხელბურთელი საქართველოს 5 კლუბიდან.  

ხელბურთიევროპის ღია ჩემპიონატი 2018. 16ქალები

გოტენბურგი, შვედეთი, 2-6 ივლისი

ჯგუფი: ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, იტალია, ჩეხეთი

ჯგუფი:  უნგრეთი, ლიტვა, ჰოლანდია, ფარერები, საქართველო

2 ივლ: საქართველო-უნგრეთი, ჰოლანდია-საქართველო

3 ივლ: საქართველო-ფარერები, საქართველო-ლიტვა

ჯგუფი: საფრანგეთი, ესპანეთი, ფინეთი, ისლანდია, აზერბაიჯანი

ჯგუფი: რუსეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, ესტონეთი

4-5 ივლისი: ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ 1-8 ადგილებისთვის (2 4-გუნდიანი ჯგუფი); 3-5 ადგილებზე გასულები - 9-20 ადგილებისთვის (2 6-გუნდიანი ჯგუფი, ითვლება პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგები). ივლისს  გაიმართება ფინალები

საქართველოს ნაკრები გოტენბურგში

GK 16. დიანა ქარჩავა (2002, 175, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, 172, პეგასი), 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, 170,  სამტრედია) - LW 11. ანა ჩხაიძე ( 2003, 162, ქარიშხალა), 19. თამარ ბურკაძე (2004, 155, სამტრედია) - LB 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, 170, აჭარა) - CB 8. ნენო ჯგერენაია (2002, 170, ფოთი), 7. ქეთევან ცინცაძე (2002, 171, ქარიშხალა) - RB  21. მარიამ ცინცაძე (2002, 171, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, 172, პეგასი) - RW 93. ლანა გოგია (2002, 167, ფოთი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, 164, ფოთი) - P 17. მარიამ დვალიშვილი (2002, 180, აჭარა), 18. ანა კაპანაძე (2002, 181, პეგასი)

მწვრთნელები: ანდრეი პორტნოი (უკრ), ბექა ორჯონიკიძე, ინა ჭკუასელი; ექიმი გიორგი ჩიხრაძე; დელეგაციის ხელმძღვანელი ლანა მარგიანი

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19
გოგონები 2002-03
11 ნოემ.         გატ-გაშ    
ფოთი 8   7   1   0   131-91   15  
აჭარა 8   6   0   2   161-103   12  
ყვარელი 6   4   1   1   115-86   9  
სამტრედია 8   4   1   3   124-106   9  
ქარიშხალა 6   4   1   1   149-133   9  
პეგასი 6   3   0   3   116-104   6  
ბათუმი 8   1   1   6   80-131   3  
წყალტუბო 8   0   1   7   82-147   1  
მამული 6   0   0   6   97-154   0  
შემდეგი: საერთო ტური თბილისში

გოგონები 2004-05
31 ოქტ.         გატ-გაშ    
ყვარელი 3   3   0   0   52-11   6  
სამტრედია 3   3   0   0   26-11   6  
პეგასი 3   2   0   1   42-20   4  
ტყიბული 3   2   0   1   23-18   4  
მამული 3   2   0   1   27-31   4  
ბათუმი 2   1   0   1   15-12   2  
ქარიშხალა 2   1   0   1   25-23   2  
აჭარა 2   1   0   1   8-9   2  
ფოთი 3   1   0   2   14-18   2  
გორი 2   0   0   2   9-32   0  
თელავი 3   0   0   3   18-56   0  
წყალტუბო 3   0   0   3   0-18   0  

ქალები. უმაღლესი ლიგა
13 ნოემ.         გატ-გაშ    
სამტრედია 2   2   0   0   44-31   4  
აჭარა 2   1   0   1   37-36   2  
ფოთი 2   1   0   1   35-37   2  
ყვარელი 0   0   0   0   0-0   0  
ქარიშხალა 0   0   0   0   0-0   0  
პეგასი 0   0   0   0   0-0   0  
მამული 0   0   0   0   0-0   0  
წყალტუბო 2   0   0   2   32-44   0  
აღმოსავლეთი ითამაშებს ნოემბერში
14 ნოემბერი. სენაკი
სამტრედია - აჭარა
წყალტუბო - ფოთი
 
13 ნოემბერი. სენაკი
აჭარა 21-18 წყალტუბო
ფოთი 17-21 სამტრედია
 
12 ნოემბერი. არენა 2
აჭარა 16-18 ფოთი
სამტრედია 23-14 წყალტუბო

ჭაბუკები 2002-03
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
3 ნოემ.         გატ-გაშ    
სამტრედია 3   3   0   0   94-49   6  
ბსბ ბათუმი 3   2   0   1   77-61   4  
აჭარა 2   2   0   0   47-39   4  
ქუთაისი 2   1   0   1   49-25   2  
ხელვაჩაური 3   1   0   2   71-70   2  
ფოთი 2   0   0   2   28-46   0  
წყალტუბო 3   0   0   3   21-61   0  
განახლდება 17 ნოემბერს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
4 ნოემ.         გატ-გაშ    
პეგასი 4   4   0   0   100-25   8  
რუსთავი 4   4   0   0   117-93   8  
ყვარელი 2   2   0   0   41-15   4  
გორი 2   1   0   1   35-34   2  
ქარელი 4   1   0   3   60-81   2  
ქარიშხალა 3   0   0   3   44-77   0  
თელავი 2   0   0   2   17-50   0  
ლაგოდეხი 3   0   0   3   20-59   0  
განახლდება 18 ნოემბერს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
 14 ნოემ. გატ-გაშ
 აზერსუ 6 6 0 0 227-129 12
 აზერიოლი 5 4 0 1 175-97 8
 ყარაბაღი 4 2 0 2 122-102 4
 ოლიმპია თბ. 4 1 1 2 93-130 3
 იდმან აკადემ. 6 1 1 4 148-189 3
 განჯლარ ბირ. 5 0 0 5 99-215 0
განახლდება დეკემბერში

საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: