სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ევროპის საკლუბო სახელბურთო სეზონი დასრულდა. ქართველი ლეგიონერებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა რატი მსხვილიძის კლუბმა ეუროფარმმა, რომელიც მაკედონიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზირი გახდა. ორმა ქართველმა ხელბურთელმა უკვე გამოიცვალა კლუბi -  თეიმურაზ ორჯონიკიძე მაკედონიის პელისტერიდან უნგრეთის ფერენცვაროშში გადავიდა, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი რუმინეთში რჩება, ოღონდ მომავალი სეზონიდან კონსტანცაში ითამაშებს. 

ტრადიციულად, მაკედონიის ჩემპიონატი სკოპიეს ვარდარმა მოიგო, მეორე ადგილზე კი მეტალურგი გავიდა. მესამე იყო რატი მსხვილიძის კლუბი, ეუროფარმ რაბოტნიკი, რევაზ ჭანტურიასა და თემო ორჯონიკიძის პელისტერმა კი ფინალურ ტურნირზე ათიდან მხოლოდ 3 მატჩი მოიგო და მეხუთე ადგილზე დარჩა. კლუბის საუკეთესო ბომბარდირს, ორჯონიკიძეს, სკოპიეს მეტალურგიც იწვევდა, მაგრამ 22 წლის ქართველმა უკანახაზელმა გადაწყვიტა, უფრო ძლიერ, უნგრეთის ჩემპიონატში მოსინჯოს ძალა და კონტრაქტი გააფორმა ფერენცვაროშთან, რომელიც ბოლო სეზონში მე-12 ადგილზე კი გავიდა, მაგრამ სერიოზულად გეგმავს გაძლიერებას.

რუმინეთის ჩემპიონი გახდა ბუქარესტის დინამო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, დუნარეა კელერაში პლეიოფს პირველი წრიდან, მეოთხედფინალიდან გამოეთიშა პოტაისა ტურდასთან 0-2 დამარცხების შემდეგ. საბოლოოდ კელერაშიმ მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჩემპიონატის 33 მატჩში 128 გოლი გაიტანა.

ჩიქოვანს დაუმთავრდა ორწლიანი კონტრაქტი დუნარეასთან და მომავალი სეზონიდან გადავა უკეთეს კლუბში, კონსტანცაში, რომელმაც წლეულს რუმინეთის თასი მოიპოვა,  ხოლო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა. კლუბი ზედიზედ მეორედ ითამაშებს EHF თასზე, სადაც წლეულს მეამე წრემდე მიაღწია და ერთი  ბურთით დამარცხდა გერმანიის მაგდებურგთან. კონსტანცა 2014 წელს რუმინეთის ჩემპიონი იყო და  EHF თასის ფინალურ ოთხეულშიც გავიდა, მაგრამ შემდეგ გაკოტრდა და მეორე სეზონია, ახალი სახელით გამოდის - დობროჯია ზუდ კონსტანცა.

ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და მეკარის, შოთა თევზაძის კლუბმა, ფოჩანიმ, შეინარჩუნა ადგილი რუმინეთის ნაციონალურ ლიგაში მას შემდეგ, რაც პლეი-აუტში მეორე ადგილი დაიკავა და უშუალოდ გასავარდნ ტურნირში მონაწილეობა თავიდან აიცილა.    

დანიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე  გიორგი დიხამინჯიას კლუბმა, მიდტიულანდმა პლეიაუტში სულ ერთი მატჩი ჩაატარა და გაკოტრებულად გამოცხადდა. დიხამინჯიამ 7 მატჩის თამაში და 19 გოლის გატანა მოასწრო და ახალი კლუბის ძიებაშია.

თურქეთის ჩემპიონატში, მე-9 ადგილი დაიკავა ლექსო წითელიშვილისა და უჩა მაისურაძის გუნდმა, MYK ჰენტბოლმა.  ჩვენმა ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერმა, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძემ სეზონი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, მონპელიეს მეორე გუნდში გაატარა საფრანგეთის ნაციონალ 1 დივიზიონში, ახალ სეზონისთვის მზადებას კი ძირითად გუნდთან დაიწყებს მას შემდეგ, რაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. მონპელიემ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ბოლოსწინა ტურში დაკარგა, როდესაც სტ. რაფაელთან დამარცხდა და საბოლოოდ პირველი ადგილი უარესი პირადი ბალანსით დაუთმო პარი სენ ჟერმენს.

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

თბილისის სპორტის სასახლე
5 თებერვალი
გორი 33-39 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 36-51 პეგასი
6 თებერვალი
იმედი სტუ თელავი 53-33 სპორტუნი
პეგასი 53-39 გორი
7 თებერვალი
სპორტუნი 40-38 გორი
პეგასი 33-30 იმედი სტუ თელავი
7 თებ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 10 9 0 1 432-275 18
პეგასი 10 8 0 2 435-306 16
ქუთაისი 10 8 0 2 394-280 16
იმედი სტუ 10 7 0 3 357-305 14
გორი 10 3 0 7 367-421 6
სპორტუნი 10 3 0 7 330-439 6
სამტრედია 10 1 1 8 272-378 3
წყალტუბო 10 0 1 9 237-411 1
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

1 დეკ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4
ფოთი 3 2 0 1 61-50 4
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4
აჭარა 3 2 0 1 54-47 4
პეგასი 3 1 0 2 112-128 2
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0
მამული 3 0 0 3 108-139 0
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
ახალი სპორტის სასახლე
24 იანვარი
ოლიმპია 21-43 აზერსუ
25 იანვარი
ოლიმპია 17-40 აზერსუ
   26 იან. გატ-გაშ
  აზერსუ 12 11 0 1 437-248 22
  აზერიოლი 11 10 0 1 363-228 20
  ყარაბაღი 11 7 0 4 352-267 14
  ოლიმპია თბ. 12 3 1 8 282-407 7
  იდმან აკადემ. 11 2 1 8 271-369 5
  განჯლარ ბირ. 11 0 0 11 238-424 0

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
9 თებერვალი. ზესტაფონი
აჭარა 38-28 ხელვაჩაური
ფოთი 17-17 ქუთაისი
ბსბ ბათუმი 27-25 სამტრედია
წყალტუბო 15-34 ფოთი
9 თებ.         გატ-გაშ    
სამტრედია 10   8   1   1   306-196   17  
აჭარა 9   7   1   1   269-221   15  
BSB ბათუმი 10   6   1   3   245-225   13  
ფოთი 10   5   1   4   217-200   11  
ქუთაისი 9   2   2   5   185-166   6  
ხელვაჩაური 10   2   2   6   229-260   6  
წყალტუბო 10   0   0   10   119-302   0  
შემდეგი ტური - 2 მარტი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
10 თებერვალი. არენა 2
გორი 8-27 ქარიშხალა
რუსთავი 13-24 ყვარელი
თელავი 14-23 ქარიშხალა
ყვარელი 16-33 პეგასი
თელავი 27-44 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 გორი
10 თებ.         გატ-გაშ    
პეგასი 12   12   0   0   297-98   24  
ყვარელი 11   9   0   2   242-146   18  
ქარიშხალა 12   7   0   5   245-234   14  
რუსთავი 12   7   0   5   276-266   14  
ქარელი 12   6   0   6   232-238   12  
გორი 11   4   0   7   164-214   8  
ლაგოდეხი 11   1   0   10   65-177   2  
თელავი 11   0   0   11   162-310   0  
შემდეგი ტური - 3 მარტი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: