სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

უკიდურესად დრამატულ ფინალში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ დამატებითი დროისა და შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ 31-30 დაამარცხა სახელბურთო კლუბი „ქუთაისი 2015“ და 2016 წლის შემდეგ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 

წაგებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა, მატჩის ბოლოსკენ ორივე თითოჯერ გამოძვრა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან და საბოლოოდ ჩემპიონი მეთორმეტე შვიდმეტრიანმა გამოავლინა...

ბათუმი-ქუთაისი: https://www.youtube.com/watch?v=oz4TlEKcQRU

პირველი ტაიმი მწვრთნელ ალექსანდრე ბოყოჩაძის გუნდმა 11-9 მოიგო, მაგრამ მეორეში ბათუმელთა გამთამაშებელმა, აკაკი ტალახაძემ 7 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 37-ე წუთისთვის 15-13 დაწინაურდა.

ქუთაისმა გაათანაბრა, 15-15, სიმონიამ და რუსტამოვმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მეკარე ანდრიაძემ შვიდმეტრიანიც მოიგერია - 18-16, ქუთაისი წინაა, მაგრამ  ტალახაძე 2 გოლით პასუხობს და ისევ ფრეა - 18-18 და რჩება 7 წუთი.

ბათუმი მეტოქის მორიგ შეტევას იგერიებს და სწრაფ გარღვევაში უნდა წავიდეს, მაგრამ სიმონია გადაცემას ჩაჭრის და რუსტამოვს აწვდის, ამის შემდეგ კი ხაზეინი ორჯერ ზედიზედ მირბის სწრაფ გარღვევაში - 21-18. რჩება 4 წუთი და ბათუმელთა მდგომარეობა ირაკლი გოგოლაძის შვიდმეტრიანის შემდეგაც მძიმეა, რადგანაც მათ განკარგულებაში სულ 3 წუთია, გუნდი კი ორი ბურთით აგებს - 19-21.

მაგრამ ამის შემდეგ ქუთაისი მთლიანად კარგავს თამაშის სადავეებს და კარში დარტყმაც კი უჭირს. ტალახაძე სხვაობას ამცირებს, ბოლო შეტევის წინ კი მამუკა მჟავანაძე და მერაბ ჭანტურია ტაიმაუტს იღებენ. ბურთი თამაშდება ბათუმელთა კაპიტანზე და ზურაბ აბრამიშვილი მარცხენა კუთხიდან ათანაბრებს - 21-21!

ქუთაისის გუნდი ისევ პარალიზებულია დამატებითი დროის პირველ ხუთწუთეულში. სიმონია და გრიშიკაშვილი ზედიზედ მიდიან ორწუთიანში, თევზაძეს, აბრამიშვილსა, გოგოლაძესა და ხაჟომიას ზედიზედ გააქვთ 4 გოლი და ბათუმი ბოლო ათწუთიან მონაკვეთის 7-0 იგებს,  ჯამში კი, 65 წუთის შემდეგ,  ანგარიშია 25-21!

მაგრამ ოვერტაიმის მეორე ნახევარში ქუთაისელთა მხრიდან თამაშს თავის თავზე იღებს ილია გოგალაძე - გააქვს გოლი და მერე მოიპოვებს შვიდმეტრიანს - 23-25. თევზაძე ისევ სამით აწინაურებს ბათუმს, მაგრამ კბილაშვილს და სიმონიას სხვაობა  მინიმუმამდე დაჰყავთ - 25-26, რჩება წუთი და 42 წამი.

69-ე წუთზე რუსტამოვს ეძლევა გათნაბრების შანსი, მაგრამ კუთხიდან მის დარტყმულ ბურთს ტორონჯაძე იგერიებს და ახლა ქუთაისელთა მეკარის ჯერი დგება - ანდრიაძე გოგოლაძეს უღებს 6 მეტრიდან, მაგრამ ბურთს ხაჟომია იჭერს და იმავე მანძილიდან ურტყამს, მაგრამ კორნელი ამასაც იგერიებს და  ქუთაისს ბოლო შანსს უტოვებს: რუსტამოვი გარბის სწრაფ გარღვევაში, მას უხეშად აჩერებს ბერძენიშვილი და ბოლო 30 წამის წესის თანახმად წითელ ბარათს იღებს, მისი გუნდი კი შვიდმეტრიანით ისჯება - ამ მომენტში, ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე პირველად გამოდის მოედანზე ბათუმელთა მეორე მეკარე ჯონი ცერცვაძე. ის ვერ იგერიებს ირაკლი კბილაშვილის დარტყმას და 70 წუთი 26-26 სრულდება, მაგრამ შვიდმეტრიანების სერიაში სწორედ ცერცვაძე ხდება გმირი.

მეტოქის დარტყმას პირველად ანდრიაძე იგერიებს, მაგრამ მალე იგივეს აკეთებს ცერცვაძე და პირველი ხუთდარტყმიანი სერიის შემდეგ ისევ ფრეა - 30-30. პენალტების მეექვსე რაუნდში გოლი გააქვს ბათუმელ წივწივაძეს, ხოლო ამის შემდეგ საქმეში ისევ ცერცვაძე ერთვება - 31-30 და თამაშის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ ბათუმი საქართველოს ჩემპიონია!

ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 2017 წლის ჩემპიონმა, თელავის იმედმა, რომელმაც 25-24 დაამარცხა ფინალური ოთხეულის დებუტანტი, თბილისის პეგასი.

პეგასი-იმედი: https://www.youtube.com/watch?v=X2vKfyveH_o

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

ფინალური ოთხეული. თბილისის სპორტის სასახლე.

5 მაისი. მესამე ადგილისთვის

პეგასი - იმედი თელავი 24-25

პეგ: დიხამინჯია - ზარნაძე 8, ლაპიაშვილი 6, კუხალაშვილი 4, ქათამაძე 3, თ. კევლიშვილი 2, ზ. ფერაძე 1, გოგავა, გვაზავა, ბაძაღუა (გორგოძიანი, ცირეკიძე, შუბითიძე, რ. ბერაძე, დ. ჟვანია, ჭანტურია, - მწვ. კალანდაძე, სახვაძე)

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი - მიქავა 7, ცისკარიშვილი 6, ბაინაზიშვილი 4, ყორიაული 4, ალანია 3, მაისაშვილი 1, აბჟანდაძე, იობაშვილი, გავაშელიშვილი, დოლმაზაშვილი, კორსანტია (შ. ბერაძე, გულდედავა - მწვ. გვაზავა, შარანგია, სამადაშვილი)

მსაჯები: იოჟეფ ტუროცი - ფერენც ნადი (უნგ)

ფინალი. BSB ბათუმი - ქუთაისი  31-30 (ძირ: 21-21, დამ: 26-26, პენ 5-4)

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე  - ტალახაძე 9, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 6, თევზაძე 3, სტურუა 2, ხაჟომია 2, წივწივაძე 2, ბულბულაშვილი 1, ბერძენიშვილი, ქარდავა, სურმავა (ვარშალომიძე, მჟავანაძე - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა)

ქუთ: ანდრიაძე - კბილაშვილი 10, რუსტამოვი 6, გამზარდია 6, სიმონია 3, გოგალაძე 2, მერკვილაძე 1, გრიშიკაშვილი 1, ჭელიძე 1, კობახიძე, მათნაძე (მაისურაძე, გულეიშვილი, გ. ფერაძე, ლომიძე, ჯუღელი - მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, თავხელიძე)

მსაჯები: ვალერი როჟკოვი - ანატოლი ნოვიკოვი (უკრ)

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

თბილისის სპორტის სასახლე
5 თებერვალი
გორი 33-39 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 36-51 პეგასი
6 თებერვალი
იმედი სტუ თელავი 53-33 სპორტუნი
პეგასი 53-39 გორი
7 თებერვალი
სპორტუნი 40-38 გორი
პეგასი 33-30 იმედი სტუ თელავი
7 თებ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 10 9 0 1 432-275 18
პეგასი 10 8 0 2 435-306 16
ქუთაისი 10 8 0 2 394-280 16
იმედი სტუ 10 7 0 3 357-305 14
გორი 10 3 0 7 367-421 6
სპორტუნი 10 3 0 7 330-439 6
სამტრედია 10 1 1 8 272-378 3
წყალტუბო 10 0 1 9 237-411 1
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

1 დეკ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4
ფოთი 3 2 0 1 61-50 4
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4
აჭარა 3 2 0 1 54-47 4
პეგასი 3 1 0 2 112-128 2
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0
მამული 3 0 0 3 108-139 0
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
ახალი სპორტის სასახლე
24 იანვარი
ოლიმპია 21-43 აზერსუ
25 იანვარი
ოლიმპია 17-40 აზერსუ
   26 იან. გატ-გაშ
  აზერსუ 12 11 0 1 437-248 22
  აზერიოლი 11 10 0 1 363-228 20
  ყარაბაღი 11 7 0 4 352-267 14
  ოლიმპია თბ. 12 3 1 8 282-407 7
  იდმან აკადემ. 11 2 1 8 271-369 5
  განჯლარ ბირ. 11 0 0 11 238-424 0

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
9 თებერვალი. ზესტაფონი
აჭარა 38-28 ხელვაჩაური
ფოთი 17-17 ქუთაისი
ბსბ ბათუმი 27-25 სამტრედია
წყალტუბო 15-34 ფოთი
9 თებ.         გატ-გაშ    
სამტრედია 10   8   1   1   306-196   17  
აჭარა 9   7   1   1   269-221   15  
BSB ბათუმი 10   6   1   3   245-225   13  
ფოთი 10   5   1   4   217-200   11  
ქუთაისი 9   2   2   5   185-166   6  
ხელვაჩაური 10   2   2   6   229-260   6  
წყალტუბო 10   0   0   10   119-302   0  
შემდეგი ტური - 2 მარტი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
10 თებერვალი. არენა 2
გორი 8-27 ქარიშხალა
რუსთავი 13-24 ყვარელი
თელავი 14-23 ქარიშხალა
ყვარელი 16-33 პეგასი
თელავი 27-44 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 გორი
10 თებ.         გატ-გაშ    
პეგასი 12   12   0   0   297-98   24  
ყვარელი 11   9   0   2   242-146   18  
ქარიშხალა 12   7   0   5   245-234   14  
რუსთავი 12   7   0   5   276-266   14  
ქარელი 12   6   0   6   232-238   12  
გორი 11   4   0   7   164-214   8  
ლაგოდეხი 11   1   0   10   65-177   2  
თელავი 11   0   0   11   162-310   0  
შემდეგი ტური - 3 მარტი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: