სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში გოგონათა შორის, ახალმა ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა 14-13 დაამარცხა ვერცხლის პრიზიორი, ქარიშხალა და ტურნირი უდანაკარგოდ, თორმეტი მოგებით დაასრულა.

ქარიშხალამ ჩემპიონობის შანსი ბოლოსწინა ტურში, სამტრედიასთან მარცხის შემდეგ დაკარგა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. მესამე იყო წინა ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ამ ასაკში, ფოთის ოქროს ვერძი.

სამტრედიის გუნდმა თბილისის ტურში მეოთხე მატჩიც მოიგო (ყვარელთან, 13-11) და მეექვსე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

ამ ასაკის გოგონათა ნაკრებს ამ ზაფხულს პირველი ოფიციალური შეჯიბრება აქვს - ივლისში, შვედეთში იმართება ევროპის ღია ჩემპიონატი თექვსმეტწლამდელთა შორის. ნაკრებს უახლიეს ხანში დაიწყებს მზადების დასკვნით ეტაპს ბექა ორჯონიკიძისა და უკრანელი ანდრეი პორტნოის ხელმძღვანელობით.

მაია შალამბერიძე, საქართველოს ჩემპიონის, აჭარის გოგონათა გუნდის მთავარი მწვრთნელი:

- ასპარეზობამ გვიჩვენა, რომ პირველობისთვის ყველა გუნდი კარგად მოემზადა, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. ყოველივეს მიუხედავად, წარმატებით გადავლახეთ ყველა ბარიერი და ჩემპიონობა მოვიპოვეთ, რამაც ძალიან გაგვახარა.

ჩვენი გუნდი სამი წლის წინათ შეიქმნა ბათუმის სასპორტო სკოლის ბაზაზე. მისი ინიციატორები იყვნენ გუნდის დღევანდელი წევრები - მარიამ ხოხბა და მარიამ მურუსიძე. გუნდის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით შეგვიწყო ხელი აჭარის ხელბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი კირთაძემ - ფინასურად და მორალურად დაგვიდგა გვერდში. უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ბათუმის სასპორტო სკოლამ და მისმა ხელმძღვანელმა ირმა ნიჟარაძემ. დღეს რომ ნორმალური სავარჯიშო პირობები, დარბაზი, ბურთები და ფორმები გვაქვს, ეს მათი დამსახურებაა. დიდ ყურადღებას გვაქცევს ბათუმის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტიც.

2016 წელს ეროვნულ ჩემპიონატში ჩავებით, მაგრამ დებიუტანტები უფროსებთან პაექრობაში ვერაფერს გავხდით. ამის მიუხედავად, გული არ გაგვტეხია. პირიქით, შარშან 2001 წელს დაბადებულთა საქართველოს პირველობაზე ვითამაშეთ და ბოლო ტურის წინ მე-2 ადგილზეც ვიყავით, მაგრამ მერე „ქარიშხალასთან“ დავმარცხდით და მეოთხე ადგილით დავკმაყოფილდით.

წლეულს ორ ფრონტზე ვიბრძოლეთ - ეროვნულ ჩემპიონატსა და 2002-2003 წლებში დაბადებულთა პირველობაზე. ეროვნულზე მე-6 ადგილზე ვართ და ერთი ტური კიდევ გვაქვს გასამართავი. თუმცა ჩვენი ყურადღება მაინც ასაკობრივი პირველობისკენ იყო მიპყრობილი და უფროსებთან თამაშებს 17-წლამდელთა შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად ვიყენებდით. აქ ბოლო ტურში ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სამტრედიის დებიუტანტმა გუნდმა, რომელმაც ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია, მათ შორის - მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „ქარიშხალას“ და ფინიშამდე ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დააკარგვინა. თავად კი გათამაშების ცხრილის მე-4 საფეხურზე დამკვიდრდა.

საბოლოოდ, დაძაბული, საინტერესო ჩემპიონატი გამოდგა და მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ხელბურთის ფედერაციას მიუძღვის. 
ახლა მაისში ეროვნული ჩემპიონატის ერთი ტური დაგვრჩა სათამაშო. ისევ უცვლელი შემადგენლობით ვიბრძოლებთ.

მერე ცოტა ხნით არდადეგები გვექნება და ახალი სეზონისთვის მოვემზადებით. სახსრები თუ გამოგვიჩნდა, არ არის გამორიცხული, თურქეთს ვეწვიოთ და იქაურ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრები გავმართოთ.

ესაუბრა ვაჟა დანელია, გაზეთი ლელო

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03

1.აჭარა (დიანა ქარჩავა, მარიამ ხოხბა, მარიამ მურისიძე, ნინო კომახიძე, თამარ ცივნარიძე, ნანა ძნელაძე, თამუნა აიოზბა, ანა კოჩალიძე, ანა ირემაძე, ხატია ქამაშიძე, ნინო გაბეჩავა, მარიამ დვალიშვილი - მწვ. მაია შალამბერიძე)

2. ქარიშხალა (მარიამ კობაიძე, ნინო ბიძინაშვილი, ქეთევან ცინცაძე, მარიამ ცინცაძე, ანა ჩხაიძე, ია ჩხაიძე, მარი დოღაძე, ანა კეკუტია, ანა თათარაშვილი, ვიქტორია რაზმაძე, ანა ქავთარაძე, ლიზი ბალაძე, მარიამ სახოკია, ნინო თარგამაძე - მწვ. ირმა ციცქიშვილი)

3. ოქროს ვერძი, ფოთი (ნენო ჯგერენაია, ლანა გოგია, ციცინო ბჟალავა, ნინო რურუა, ხათუნა გოგუა, ალისია კუპრიევა, ნინო დარჩია, ნინო გრიგოლია, ნინო ვართანიანი, ანა კობახია, ნანი შარუხია, ლიკა ხურცილავა, სალომე სურგულაძე, თამარ რუხაძე, ანა ჭუმბაძე - მწვ. დარეჯან გეფერიძე, გელა ჟვანია)

ბოლო ტური, 3 მაისი. არენა2

სამტრედია - ყვარელი 13-11

ფოთი - მამული 11-4

ქარიშხალა - აჭარა 13-14

საბოლოო-------თ---მ---ფ--წ------ბ-------ქ

აჭარა-----------12--12--0--0--160-99--24

ქარიშხალა----12---9--0--3--186-152--18

ფოთი----------12---7--1--4--141-111--15

სამტრედია----12---5--0--7--124-162--10

ყვარელი-------12---4--1--7--127-133---9

პეგასი----------12---4--0--8--140-153---8

მამული--------12---0--0-12---78-146---0

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

თბილისის სპორტის სასახლე
5 თებერვალი
გორი 33-39 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 36-51 პეგასი
6 თებერვალი
იმედი სტუ თელავი 53-33 სპორტუნი
პეგასი 53-39 გორი
7 თებერვალი
სპორტუნი 40-38 გორი
პეგასი 33-30 იმედი სტუ თელავი
7 თებ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 10 9 0 1 432-275 18
პეგასი 10 8 0 2 435-306 16
ქუთაისი 10 8 0 2 394-280 16
იმედი სტუ 10 7 0 3 357-305 14
გორი 10 3 0 7 367-421 6
სპორტუნი 10 3 0 7 330-439 6
სამტრედია 10 1 1 8 272-378 3
წყალტუბო 10 0 1 9 237-411 1
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

1 დეკ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4
ფოთი 3 2 0 1 61-50 4
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4
აჭარა 3 2 0 1 54-47 4
პეგასი 3 1 0 2 112-128 2
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0
მამული 3 0 0 3 108-139 0
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
ახალი სპორტის სასახლე
24 იანვარი
ოლიმპია 21-43 აზერსუ
25 იანვარი
ოლიმპია 17-40 აზერსუ
   26 იან. გატ-გაშ
  აზერსუ 12 11 0 1 437-248 22
  აზერიოლი 11 10 0 1 363-228 20
  ყარაბაღი 11 7 0 4 352-267 14
  ოლიმპია თბ. 12 3 1 8 282-407 7
  იდმან აკადემ. 11 2 1 8 271-369 5
  განჯლარ ბირ. 11 0 0 11 238-424 0

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
9 თებერვალი. ზესტაფონი
აჭარა 38-28 ხელვაჩაური
ფოთი 17-17 ქუთაისი
ბსბ ბათუმი 27-25 სამტრედია
წყალტუბო 15-34 ფოთი
9 თებ.         გატ-გაშ    
სამტრედია 10   8   1   1   306-196   17  
აჭარა 9   7   1   1   269-221   15  
BSB ბათუმი 10   6   1   3   245-225   13  
ფოთი 10   5   1   4   217-200   11  
ქუთაისი 9   2   2   5   185-166   6  
ხელვაჩაური 10   2   2   6   229-260   6  
წყალტუბო 10   0   0   10   119-302   0  
შემდეგი ტური - 2 მარტი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
10 თებერვალი. არენა 2
გორი 8-27 ქარიშხალა
რუსთავი 13-24 ყვარელი
თელავი 14-23 ქარიშხალა
ყვარელი 16-33 პეგასი
თელავი 27-44 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 გორი
10 თებ.         გატ-გაშ    
პეგასი 12   12   0   0   297-98   24  
ყვარელი 11   9   0   2   242-146   18  
ქარიშხალა 12   7   0   5   245-234   14  
რუსთავი 12   7   0   5   276-266   14  
ქარელი 12   6   0   6   232-238   12  
გორი 11   4   0   7   164-214   8  
ლაგოდეხი 11   1   0   10   65-177   2  
თელავი 11   0   0   11   162-310   0  
შემდეგი ტური - 3 მარტი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: