სიახლეების კალენდარი

facebook

 

Chenel


 
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე იტალიასთან და ფინეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ხელბურთელები თავიანთ გუნდბს დაუბრუნდნენ და  საკლუბო სეზონის დასკვნით სტადიაში ჩაერთვნენ. 

დანიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გიორგი დიხამინჯიამ მიდტიულანდში უკვე 7 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, მათ შორის ყველაზე მეტი, 8 ბურთი შეაგდო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტთან, სკიერნთან წაგებულ მატჩში (21-27). დიხამინჯიას კლუბმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უკვე ჩაერთო პლეი-აუტში. 21 წლის ქართველი ხელბურთელი ბოლო მატჩებში თითქმის 60-60 წუთი თამაშობდა მარჯვენა გარემარბისა და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე და უკვე აქვს მიწვევები სატესტო ვარჯიშებზე ბევრად უფრო ძლიერ კლუბებში - უკვე ნახსნებ სკიერნში და ბიერინგბო-სილკებორგში, რომელიც 2016 წელს დანიის ჩემპიონი იყო.

რეგულარული სეზონი დასრულდა რუმინეთშიც. ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა დუნარეა კელერაშიმ 26 თამაშში 43 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო პლეიოფის პირველ წრეში, ორ მოგებამდე, ეთამაშება მეორე ადგილზე გასულ ტურდას. ქართველმა უკანახაზელმა სულ 98 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბში მხოლოდ ბოსნიელ იოიფ პერიჩს (116 გოლი) ჩამორჩება. საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, ფოჩანი 24 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა და პლეიოაუტში ითამაშებს.

მაკედონიის ჩემპიონატის საჩემპიონო ეტაპზე სამივე ქართველი გავიდა. რეგულარულ პირველობაში თეიმურაზ ორჯონიკიძისა და რევაზ ჭანტურიას პელისტერმა 16-დან 14 მატჩი მოიგო და 42 ქულით პირელი ადგილი დაიკავა, მეორე კი 40 ქულით იყო რატი მსხვილიძის კლუბი, ეუროფარმ რაბოტნიკი. მიუხედავად იმისა, რომ ორჯონიკიძეს ტრავმის გამო სეზონის მეორე ნახევარში ძალიან ცოტა ითამაშა, ის მაინც გახდა პელისტერის საუკეთესო ბომბარდირი 80 გოლით, ხოლო მეორეზე ჭანტურია იყო 60 გატანილი ბურთით. მწვრთნელების, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შემდეგ ორივე ქართველის დააასახელეს რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეებად თავიანთ პოზიციებზე - ორჯონიკიძე მარცხენა ინსაიდად და ჭანტურია - მარჯვენა გარემარბად. გარდა ამისა, 35 წლის ჭანტურია მომავალ კარიერაზეც ფიქრობს და მაკედონიაში უკვე აიღო პირველი დონის სამწვრთნელო ლიცენზია.

ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა მეორე რაუნდში, აქ მათ დაემატა ორი მაკედონიური გრანდი, ვარდარი და მეტალურგი, ეს ექვსეული კი ორ წრედ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. პირველივე ტურში გაიმართა ქალაქ ბიტოლას დერბი: ეუროფარმი - პელისტერი, რომელიც მსხვილიძის კლუბმა მოიგო, 22-15. მსხვილიძემ და ჭანტურიამ თითო გოლი გაიტანეს, ორჯონიკიძემ - 6. მეორე ტურში პელისტერი სტუმრად დამარცხდა პროლეტთან (26-30, ორჯონიკიძე 8, ჭანტურია 3), ეუროფარმმა კი წააგო ვარდართან (29-38, მსხვილიძე 4). 6-6 ქულით ლიდერობენ ვარდარი და მეტალურგი, ეუროფარმი 3 ქულით მესამე ადგილზეა, წინ კი 8 ტურია.

თურქეთის ჩემპიონატში, 21 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა ლექსო წითელიშვილისა და უჩა მაისურაძის კლუბი MYK ჰენტბოლი, ხოლო საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის კლუბი, ფილიპოს ვერია საჩემპიომო პლეიოფში გასასვლელ ზღვარზე იყო - მხოლოდ ქულით ჩამორჩა მეექვსე ადგილზე გასულ აეროპოს ედესას. 20 წლის ქართველმა უცხოეთში თავის სადებიუტო სეზონში 64 გოლი გაიტანა.

ერთადერთი ქართველი, რომლის კლუბიც ამ სეზონის ევროტურნირებს იყო შერჩენილი, იყო ვლადიმერ რუსია,  მაგრამ მისი ლუქსემბურგული გუნდი,  დიფერდანჟი, ჩელენჯ კაპზე ორი წრის გავლის შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა სტავროპოლის (რუსეთი) დინამოსთან 26-31, 26-28, თუმცა, რუსიას მთელი სეზონი ძველი ტრავმა აწუხებდა და ამ მიზეზით, ცოტას თამაშობდა.

40 წლის ვეტერანი, სერგო დათუკაშვილი კარიერის მიწურულს მოკლევადიანი კონტრაქტებით თამაშობს ხოლმე სხვადასხვა აზიურ კლუბში. ამ გაზაფხულზე დათუკაშვილმა ირანის ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე ითამაშა და ესფაჰანის კლუბს მესამე ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

და ბოლოს, ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერის შესახებ. 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე ფრანგული მონპელიეს ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიშობს, თამაში კი ჯერჯერობით უწევს ამ კლუბის მეორე გუნდში, რომელიც ნაციონალ 1, რიგით მესამე ფრანგულ დივიზიონში გამოდის. თავისთვის გამორჩეულ მატჩში ცხოვრებაძემ 10 გოლი გაუტანა სენტ-ეტიენს და 31-30 მოაგებინა.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18
ჭაბუკები
ფინალი. 23-27 მაისი. არენა 2
ფინალი. 27 მაისი
სამტრედია 29-23 აჭარა [ვიდეო]
23 მაისი
BSB ბათუმი 30-33 აჭარა
ფოთი 19-32 სამტრედია
თელავი 20-31 პეგასი
ყვარელი 21-21 ქარიშხალა
 
24 მაისი
სამტრედია 33-18 ქარიშხალა
BSB ბათუმი 38-25 თელავი
ყვარელი 27-33 ფოთი
პეგასი 30-34 აჭარა
 
25 მაისი
აჭარა 38-39 თელავი
ქარიშხალა 18-31 ფოთი
პეგასი 24-25 BSB ბათუმი
სამტრედია 24-15 ყვარელი
 
26 მაისი. ნახევარფინალი
ყვარელი 31-15 თელავი
პეგასი 35-23 ქარიშხალა
 
1-4 ადგილები
სამტრედია 33-25 (23-23) BSB ბათუმი
აჭარა 42-38 ფოთი
 
27 მაისი. ფინალი
(VIII) თელავი 33-38 ქარიშხალა (VII)
(VI) ყვარელი 23-40 პეგასი (V)
(III) ბათუმი 33-26 ფოთი (IV)
    ა ჯგუფი
  გატ-გაშ  
    სამტრედია 3   3 0 0 89-52 6  
    ფოთი 3   2 0 1 83-77 4  
    ყვარელი 3   0 1 2 63-78 1  
    ქარიშხალა 3   0 1 2 57-85 1  
    ბ ჯგუფი
  გატ-გაშ  
    აჭარა 3   2 0 1 105-99 4  
    BSB ბათუმი 3   2 0 1 93-82 4  
    პეგასი 3   1 0 2 85-79 2  
    თელავი 3   1 0 2 84-107 2  
უმაღლესი. კაცები [ სრულად ]
I
  BSB ბათუმი
II
  ქუთაისი
III
  იმედი თელავი
სპორტის სასახლე
ნახევარფინალი. 4 მაისი
#1 BSB ბათუმი 20-18 პეგასი #4
#2 ქუთაისი 31-24 იმედი თელავი #3
 
ფინალი. 5 მაისი
BSB ბათუმი 31-30 ქუთაისი
 
მესამე ადგილი
პეგასი 24-25 იმედი თელავი
    საბოლოო
    გატ-გაშ  
   BSB ბათუმი
  21   17 3 1 801-590 37  
   ქუთაისი
  21   17 1 3 792-629 35  
   იმედი თელავი   21   16 1 4 713-603 33  
   პეგასი   21   12 1 8 767-698 25  
   გორი
  21   10 0 11 725-794 20  
   სტუ ქარიშხალა   21   5 0 16 660-717 10  
   წყალტუბო
  21   2 0 19 614-807 4  
   სამტრედია   21   2 0 19 555-789 4  

უმაღლესი. ქალები
I
  ქარიშხალა
II
  მამული
III
  ფოთი
   საბოლოო
        გატ-გაშ  
 1  ქარიშხალა ^
14   12   1   1   313-233 25  
 2  მამული
14   12   1   1   330-201 25  
 3  ფოთი 14 8 2 4 220-202 18
   წყალტუბო
14   7   0   7   188-222 14  
   სამტრედია 14   4   5   5   209-221 13  
   აჭარა
14   3   3   8   187-224 9  
   ყვარელი ^
14   2   0   12   193-254 4  
   პეგასი 14   1   2   11   186-269 4  
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით

გოგონები
I
  აჭარა
II
  ქარიშხალა
III
  ფოთი
    საბოლოო
  გატ-გაშ  
 1   აჭარა 12   12 0 0 160-99 24  
 2   ქარიშხალა
12   9 0 3 186-152 18  
 3   ფოთი 12   7 1 4 141-111 15  
    სამტრედია
12   5 0 7 124-162 10  
    ყვარელი 12   4 1 7 127-133 9  
    პეგასი
12   4 0 8 140-153 8  
    მამული
12   0 0 12 78-146 0  

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!

2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L




ჩვენი პარტნიორები: