facebook

 

Chenel


 
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე, ორივე ნახევარფინალი მოულოდნელად დამთავრდა. ესპანეთმა 27-23 მოუგო მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ხოლო შვედეთმა დამატებით დროში დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი დანია, 35-34.  

ყველა მატჩის მიმოხილვაhttps://www.youtube.com/watch?v=2ZQCt_7-XW8&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb

ესპანეთის ნაკრებს ნახევარფინალში გამოაკლდა ძირითადი მეკარე გონსალო პერესი, ვინც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მუხლი დაიზიანა. მის ნაცვლად გამოიძახეს 38 წლის არპად შტერბიკი, ის კი სულ ხუთჯერ გამოვიდა მოედანზე და ხუთიდან 3 შვიდმეტრიანი მოიგერია. სწორედ შტერბიკმა შეუქმნა ესპანეთს პირველი საგრძნობი უპირატესობა, როდესაც ზედიზედ აუღო პენალტი მაეს და გიგუს, ხოლო მისი გუნდი 12-8 დაწინაყრდა. მეორე მეკარემ, როდრიგო კორალესმა 10 ბურთი მოიგერია - იმდენივე, რაც ორმა ფრანგმა, ჟერარმა და დიუმულენმა ერთად. ჯამში, ესპანეთის მწვრთნელმა ხორდი რიბერამ შეტევაში უკიდურესად სწრაფი თამაშით აჯობა ფრანგებს, ტაიმი 15-9 მოუგო, ხოლო 45 წუთზე 9 ბურთით დაწინაურდა - 23-14! მეტოქემ გაიბრძოლა, ზედიზედ 6 გოლიც გაიტანა (20-23) და წინ კიდევ 9 წუთი იყო, მაგრამ ორმა ვეტერანმა, ენტრერიოსმა და კანელასმა და მაინც შეუნარჩნა ესპანეთს მოგება - 27-23.

შვედეთის დანაკლისი დანიასთან თამაშს წინ თითქოს აუნაზღურებელი იყო: ძირითადი მარჯვენა შუამარბი და საუკეთესო ბომბარდირი ლაგერგრენი (23 გოლი), მისი შემცვლელი იაკობსენი (11) და მარცხენა ინსაიდი იეპსონი (21) დაშავებულები იყვნენ, რის გამოც შეტევაში, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, შვედების ერთი ექვსეული თამაშბდა - ვანე, არნესონი, გოტფრიდსონი, ზახრიასონი, ეკბერგი და ნილსენი.

კრისტიან ანდრესონი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მწვრთნელებიდან ყველაზე ახალგაზრდაა - 36 წლის. მან მარჯვენა ინსაიდად გადმოსწია 178 სმ. სიმაღლის გარემარბი მათიას ზახრისონი, რომელიც გამთამაშებელ გოტფრიდსონთან, კიდევ ერთ უკანახაზელ არნესონთან, კაპიტან ეკბერგთან და მეკარე პალიჩკასთნ ერთად (20 მოგერიება) თამაშის გმირი გახდა.

21-ე წუთზე შვედეთი 15-10 იგებდა, როცა ნიკოლაი იაკობსენმა დანიის გარღვეული დაცვა 5-1 წყობაზე გადაიყვანა და თამაში დაასტაბილურა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტაიმი 14-16 წააგო, ხოლო 55-ე  წუთზე მიქელ ჰანსენმა როგორც იქნა გაათანაბრა. 25-25, მაგრამ დანიას უამრავი პრობლემა ქონდა - არ ჰყავდა ცაცია შუამარბი, მარჯვენა კუთხეში ლასე სვანზე გათამაშებულ კომბინაციებს შვედებმა ალღო აუღეს, ხოლო შეტევაში მეკარის მოხსნამ და ორი პივოტით თამაშმა შედეგი ვერ გამოიღო - ძმებ ტოფტებს თამაშის შემდეგ გოლების გრაფაში ნოლები ეწერათ, ისევე როგორც მარცხენა გარემარბებს -  ლანდინსა და მორტენსენს. ორმა მეკარემ სულ 11 ბურთი მოიგერია და თამაშობდა მხოლოდ ორი კაცი - მიქელ ჰანსენი (12 გოლი, რვიდან 8 შვიდმეტრიანი) და რაზმუს ლაუგე (15/11 თამაშიდან, 9 საგოლე პასი).

ზახრისონმა გაიტანა ზედიზედ ორი, ერთიც გოტფრისდონმა და როდესაც იაკობსენმა ბოლო ტაიმაუტი აიღო, თამაშის დასრულებამდე ზუსტად ორი წუთი იყო დარჩენილი,  დანია კი 25-28 აგებდა.

მწვრთნელის პირველი დავალება გუნდმა 15 წამში შეასრულა - ლაუგემ ჰაერში დაიჭირა ჰანსენის დაკიდებული პასი და 6 მეტრიდან გაიტანა - 26-28. გოტფრიდსონის დარტყმა დაიბლოკა და სვანმა მარჯვენა კუთხიდან კიდევ ერთხელ გაიტანა - 27-28 და დარჩა 37 წამი. სირენამდე 7 წამით ადრე ტოლბრინგი მარცხენა კუთხიდან ურტყამს - გრენი იგერიებს, აწვვდის ჰანსენს, ჰანსენი თავისი ნახევრიდან - კუთხეში სვანს - და სირენა გოლთან ერთად ისმის - 28-28!

მაგრამ შვედები წარბსაც არ იხრიან და ისევ გადიან წინ ოვერტაიმში, რომლის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე ჰამპუს ვანე მეკარესთან პირისპირ გადის და შეუძლია, ანგარიში  34-31 გახადოს. მაგრამ, მეკარე ლანდინი ბურთს იგერიებს, დანია ისევ ბრძოლაშია და ჰანსენს გააქვს, ზახრიასონის გოლს ლაუგე პასუხობს - შვედეთი 34-33 იგებს და უტევს, რჩება 1 წუთი. და სირენამდე 25 წამით  ლინუს ანდერსონი, ადგილიდან ხტება და 10 მეტრიდან ურტყამს მარჯვენა დაბალ კუთხეში - 35-33! დანიას გააქვს კიდევ ერთი, მაგრამ ბოლო 13 წამში შვედები ბურთს ინარჩუნებენ და ფინალში გადიან - 35-34.

შვედეთიც და ესპანეთიც ევროპის ჩემპიონატის ფინალს მეხუთედ თამაშობენ, ოღონდ, რადიკალურად განსხვავებული შედეგები აქვთ. ესპანეთი ოთხივერ დამარცხდა (1996, 1998 შვედეთთან, 2006, 2016), შვედეთი კი ოთხგზის ჩემპიონია (1994, 1998, 2000, 2002), ოღონდ, 2002 წლის მერე გუნდი ოთხეულშიც აღარ მოხვედრილა.  კვირას მთავარსა და ბრინჯაოს ფინალებს  ცოცხლად აჩვენებს ქართული არხი, სილკ სპორტი.

ხელბურთიევრო 2018, კაცებიხორვატია, 12-28 იანვარი

ნახევარფინალი, 26 იანვარი. არენა ზაგრები

საფრანგეთი-ესპანეთი 23-27

საფ: ჟერარი 3/17, დიუმულენი 7/20 - სორენდო 6, ნ. კარაბატიჩი 3, პორტი 3, მაე 3, ლაგარდი 3, გიგუ 1, აბალო 1, დიპანდა 1, მემი 1, კოშტო 1, რემილი, ლ. კარაბატიჩი, ტურნა (კლერი)

ესპ: კორალესი 10/31, შტერბიკი 3/5 - სოლე 7 (6 პენ), ენტრერიოსი 6, სარმიენტო 3, გურბინდო 2, კანელასი 2,  აგინაგალდე 2, ბალაგერი 1, არინიო 1, რივერა 1, ა. დუიშებაევი 1, ფიგერასი 1, მოროსი, გვარდიოლა, გონი   

https://www.youtube.com/watch?v=M_iKa-TNu-8

დანია-შვედეთი 34-35 (28-28)

დან: ნ. ლანდინი 6/28, გრენი 5/18 - ჰანსენი 12 (8 პენ), ლაუგე 11 (9 პასი), სვანი 5, ოლსენი 3, ზახრიასენი 2, მენსა 1, ჰ. ტოფტი, მ. ლანდინი, რ. ტოფტი, მორტენსენი, დამგორი, ბალინგი (ლინდბერგი, მოლგორი)

შვდ: პალიჩკა 20/51, აპელგრენი 0/3 - ზახრისონი 8, გოტფრიდსონი 7, ეკბერგი 7 (3 პენ), არნესონი 6, ვანე 3, ჰენინგსონი 2, ნილსენი 1, ოსტლუნდი 1, ნილსონი, დარი, ტოლბრინგი, პეტერსონი (სედერჰოლმი)

https://www.youtube.com/watch?v=R7MRlHgO5dw

მე-5 ადგილისთვის. ხორვატია-ჩეხეთი 28-27

ჰორვატი 10, კარაჩიჩი 5 - ზდრაჰალა 13, კაშპარეკი 6

https://www.youtube.com/watch?v=92Q33ZoYI78

28 იანვარი, ზაგრები (პირდაპირი რეპორტაჟები სილკ სპორტზე)

21:00. მესამე ადგილისთვის. საფრანგეთი-დანია

23:30 ფინალი. ესპანეთი-შვედეთი

სტატისტიკა. გოლები: ზდრაჰალა, ჩეხ 55 - ჰანსენი, დან 41 - ბიორნსენი, ნორ 37 - ლაუგე, დან 36 - თამაშიდან: ზდრაჰალა 41 - ლაუგე  36 - კაშპარეკი, ჩეხ 33 - პასები: საგოსენი, ნორ 38 - ლაუგე 30 - ნ. კარაბატიჩი, საფ 27 -  გოლი+პასი: საგოსენი 32+38, ლაუგე 36+30, ჰანსენი 41+22 -  დაცვა. ბლოკშოტები: ლემკე, გერ 12 - დიპანდა, საფ 11 - ჰორაკი, ჩეხ 10 - მეკარეები: ბერგერუდი, ნორ 73 მოგერიება - სალდაცენკა, ბლრ 71 - ჟერარი, საფ 65

კლასიფიკაცია. 5-16 ადგილები. 5. ხორვატია 6. ჩეხეთი. 7. ნორვეგია 8. სლოვენია 9. გერმანია  10. ბელარუსი 11. მაკედონია 12. სერბეთი 13. ისლანდია 14. უნგრეთი 15. ავსტრია 16. მონტენგრო

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

1994, პორტუგალიაში (12 გუნდი) – 1. შვედეთი 2. რუსეთი 3. ხორვატია 4. დანია

1996, ესპანეთში (12) – 1. რუსეთი 2. ესპანეთი 3. იუგოსლავია 4. შვედეთი

1998, იტალიაში (12) – 1. შვედეთი 2. ესპანეთი 3. გერმანია 4. რუსეთი

2000, ხორვატიაში (12) – 1. შვედეთი 2. რუსეთი 3. ესპანეთი 4. საფრანგეთი

2002, შვედეთში (16) – 1. შვედეთი 2. გერმანია 3. დანია 4. ისლანდია

2004, სლოვენიაში (16) – 1. გერმანია 2. სლოვენია 3. დანია 4. ხორვატია

2006, შვეიცარიაში (16) – 1. საფრანგეთი 2. ესპანეთი 3. დანია 4. ხორვატია

2008, ნორვეგიაში (16) – 1. დანია 2. ხორვატია 3. საფრანგეთი 4. გერმანია

2010, ავსტრიაში (16) – 1. საფრანგეთი 2. ხორვატია 3. ისლანდია 4. პოლონეთი

2012, სერბეთში (16) – 1. დანია 2. სერბეთი 3. ხორვატია 4. ესპანეთი

2014, დანიაში (16) – 1. საფრანგეთი 2. დანია 3. ესპანეთი 4. ხორვატია

2016, პოლონეთში (16) – 1. გერმანია 2. ესპანეთი 3. ხორვატია 4. ნორვეგია

2018, ხორვატიაში (16) –

2020, ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (24)

2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18
ჭაბუკები
I
  სამტრედია
II
  აჭარა
III
  ბათუმი
    ა ჯგუფი
  გატ-გაშ  
    სამტრედია 3   3 0 0 89-52 6  
    ფოთი 3   2 0 1 83-77 4  
    ყვარელი 3   0 1 2 63-78 1  
    ქარიშხალა 3   0 1 2 57-85 1  
    ბ ჯგუფი
  გატ-გაშ  
    აჭარა 3   2 0 1 105-99 4  
    BSB ბათუმი 3   2 0 1 93-82 4  
    პეგასი 3   1 0 2 85-79 2  
    თელავი 3   1 0 2 84-107 2  

უმაღლესი. კაცები [ სრულად ]
I
  BSB ბათუმი
II
  ქუთაისი
III
  იმედი თელავი
სპორტის სასახლე
ნახევარფინალი. 4 მაისი
#1 BSB ბათუმი 20-18 პეგასი #4
#2 ქუთაისი 31-24 იმედი თელავი #3
 
ფინალი. 5 მაისი
BSB ბათუმი 31-30 ქუთაისი
 
მესამე ადგილი
პეგასი 24-25 იმედი თელავი
    საბოლოო
    გატ-გაშ  
   BSB ბათუმი
  21   17 3 1 801-590 37  
   ქუთაისი
  21   17 1 3 792-629 35  
   იმედი თელავი   21   16 1 4 713-603 33  
   პეგასი   21   12 1 8 767-698 25  
   გორი
  21   10 0 11 725-794 20  
   სტუ ქარიშხალა   21   5 0 16 660-717 10  
   წყალტუბო
  21   2 0 19 614-807 4  
   სამტრედია   21   2 0 19 555-789 4  

უმაღლესი. ქალები
I
  ქარიშხალა
II
  მამული
III
  ფოთი
   საბოლოო
        გატ-გაშ  
 1  ქარიშხალა ^
14   12   1   1   313-233 25  
 2  მამული
14   12   1   1   330-201 25  
 3  ფოთი 14 8 2 4 220-202 18
   წყალტუბო
14   7   0   7   188-222 14  
   სამტრედია 14   4   5   5   209-221 13  
   აჭარა
14   3   3   8   187-224 9  
   ყვარელი ^
14   2   0   12   193-254 4  
   პეგასი 14   1   2   11   186-269 4  
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით

გოგონები
I
  აჭარა
II
  ქარიშხალა
III
  ფოთი
    საბოლოო
  გატ-გაშ  
 1   აჭარა 12   12 0 0 160-99 24  
 2   ქარიშხალა
12   9 0 3 186-152 18  
 3   ფოთი 12   7 1 4 141-111 15  
    სამტრედია
12   5 0 7 124-162 10  
    ყვარელი 12   4 1 7 127-133 9  
    პეგასი
12   4 0 8 140-153 8  
    მამული
12   0 0 12 78-146 0  

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!

2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L




ჩვენი პარტნიორები: