სიახლეების კალენდარი

იანვარი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ 21-24 წააგო ლატვიასთან ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელშიც უმეტესი დრო ლიდერობდა. შოთა თევზაძემ 15 ბურთი მოიგერია, ექვსიდან მხოლოდ 1 შვიდმეტრიანი გაუშვა, 16 წლის გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ამ დონეზე პირველად თამაშობდა, 7 გოლი გაიტანა, ირაკლი ჩიქოვანმა - 6. დასრულებამდე 7 წუთით ადრე 21-20 ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ ბოლო 5 წუთში გარდატეხა თამაში.

ვიდეო: https://www.facebook.com/lturankinis/videos/2144169742536003/

დღესვე თამაშობენ მასპინძელი, ლიტვა და ისრაელი, ხოლო ხვალ ლიტვას ვეთამაშებით კლაიპედის შვიტურიო არენაზე. ჩვენი ორი დარჩენილი მეტოქე ლატვიაზე ძლიერი არაფრით არაა და შანსები დაგვრჩა. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ეს იყო ნაკრების ახალი მწვრთნელის, მაკედონიელი დონე ბოშკოვსკის დებიუტი. გუნდმა დაცვაშიც და შეტევაშიც მწყობრად ითამაშა, მწვრთნელმა კი უნარიანად გამოიყენა თითქმის მთელი რესურსი, ათამაშა 13 ხელბურთელი. ყველამ ბოლო წამამდე იბრძოლა.

საქართველომ თამაში ასეთი შვიდეულით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, წითელიშვილი, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, მსხვილიძე. მსხვილიძემ უჩვეულო, პივოტის პოზიცია დაიკავა, ხოლო დაცვაში ცხოვრებაძეს ვეტერანი დათუკაშვილი ცვლიდა. ის და მხვილიძე კარგად იდგნენ დაცვის ცენტრში, გუნდი კი მთელი თამაში 6-0 განლაგებას იყენებდა.

დასაწყისში ლატვიელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ჭანტურიამ და ცხოვრებაძემ ორჯერ გაათანაბრეს, 2-2, მეექვსე წუთზე კი ჩიქოვანმა ანგარიში 3-2 გახადა. შემდგომ შოთა თევზაძემ მოიგერია ზედიზედ ორი შვიდმეტრიანი, თუმცა, ანგარიშის გაზრდა ვერ მოვახერხეთ და მეათე წუთზე ისევ ფრე იყო, 3-3, ამის შემდეგ კი კიდევ ორჯერ გავედით წინ ჩიქოვანის შვიდმეტრიანისა და ცხოვრებაძის შორეული დარტყმის შემდეგ, 5-4. ქართველთა ორი და ლატვიელთა ერთი გაძევების შემდეგ წონაწორობა იყო (7-7, 20 წუთი), თუმცა, შემდეგ ლატვიამ ზედიზედ სამჯერ გაიტანა - 10-7. ბოშკოვსკიმ აიღო ტაიმაუტი, რის შემდეგაც ჭანტურიამ, ორჯონიკიძემ და ჩიქოვანმა გაათანაბრეს - 10-10.

ტაიმის დასარული ასეთი იყო: ცხოვრებაძემ კიდევ ერთხელ გაათანაბრა, შემდეგ მხვილიძეს გაატანინა, ზედ ბოლო წამზე კი შოთა თევზაძემ მესამე შვიდმეტრიანიც აიღო - 12-11, ტაიმი საქართველომ მოიგო. ჩიქოვანსა და ცხოვრებაძეს 4-4 გოლი ჰქონდათ, თევზაძეს - 7 მოგერიება. ლატვიელთა 212-სანტიმეტრიანმა ლიდერმა, სკოპიეს ვარდარის მარჯვენა ინსაიდმა კრიშტოპანსმა მხოლოდ ერთხელ გაიტანა. მის წინააღმდეგ დაცვაში წარმატებით თამაშობდა უახლოესი მცველი, მეტწილად - წითელიშვილი.

კრიშტოპანსმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვითანაბრა, მაგრამ ცხოვრებაძე 9 მეტრიდან შეაგდო, თავიანთი მეოთხე შვიდმეტრიანი კი ლატვიელებმა უკვე ძელს გაარტყეს და წითელიშვილმა 2 ბურთით დაგვაწინაურა, 14-12, თუმცა, ლატვიამ წონაწორობა ისევ აღადგინა: 14-14, 35 წუთი.

ჩიქოვანს ჯერ თავად გააქვს და შემდეგ საგოლე პასს აწვდის ჭანტურიას - 16-14, აქ კი უკვე კრიშტოპანსს გააქვს ორი გოლი - 16-16, 38-ე წუთი. კიდევ ორჯერ გვაწინაურებენ ცხოვრებაძე და დიხამინჯია, მეტოქის კიდევ 4 დარტყმა იგერიებს თევზაძე და დასრულებამდე 15 წუთით ადრე ჩიქოვანი ისევ აღადგენს ორბურთიან სხვაობას (19-17), თუმცა იქვე ორწუთიანში მიდის, ლატვია კი როგორც იქნა გააქვს მეხუთე შვიდმეტრიანი და 48-ე წუთზე ათანაბრებს - 19-19.

თევზაძე იგერიებს კიდევ ერთ, მეხუთე შვიდმეტრიანს, თუმცა ბურთი მეტოქეს რჩება და წინ გადის, 19-20. ცხოვრებაძეს გააქვს თავისი მეშვიდე გოლი, საქართველო კიდევ ერთხელ რჩება რიცხვობრივ ნაკლებობაში, მაგრამ ჩვენი მეკარე იგერიებს პირისპირ გასვლას და სწრაფ გარღვევაში უშვებს რუსტამოვს - 21-20, საქართველო იგებს და რჩება 7 წუთი.

ამის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ჰქონდა შანსი სხვაობა ორამდე გაეზარდა, მაგრამ ცხოვრებაძე, რომელმაც შეუცვლელაად ითამაშა შეტევაში, დაიღალა, რამდენიმე ბურთი დაიკარგა, რუსტამოვის გოლი უკანასკნელი აღმოჩნდა, ხოლო ლატვია საბოლოოდ სირენამდე 4 წუთით ადრე, წითელიშვილის გაძევების შემდეგ დაწინაურდა - 22-21, ბოლო 4 წუთში კი კიდევ ორი გოლი გაგვიტანა - 21-24.

ხვალ, 20 საათზე ლიტვას ვეთამაშებით. მეტოქეს ტრავმების გამო აკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის, საფრანგეთის მონპელიეს უკანახაზელი, ტრუხანავიჩუსი.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)

ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში

2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო

კლაიპედა, შვიტურიო არენა (5500 ადგილი)

12 იანვარი. ლატვია-საქართველო 24-21

ლატ: კუკსა, პურინში - იურძსი 5, კრიშტოპანსი 3, კრეიცბერგსი 3, დუდე 3, პოლიტერსი 3, ვერშაკოვსი 3, პანჩენკო 2, ბოროდოვსკისი 1, ტუმინსკისი 1, გორბუნოვსი, ლეგანოვკისი, ლეია, ლიელაისი, პილპუკსი

საქ: თევზაძე - ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 6, ჭანტურია 3, ორჯონიკიძე 1, მსხვილიძე 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, რუსტამოვი 1, დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, აბრამიშვილი (ხანდოლიშვილი, გრიშიკაშვილი) - მწვ. ბოშკოვსკი, კალანდაძე

მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი - ივან ვუიაჩიჩი (მნტ)

დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)

ლიტვა-ისრაელი 36-20

ლიტ: რასიმასი, მორკუნასი - მალაშინსკასი 9, იუსკენასი 6, ბერნატონისი 3, გრიგასი 3, პლეტა 3, ტარციონასი 3, პალევიჩუსი 2, სტანკევიჩუსი 2, ვირბაუსკასი 2, ციბულსკისი 1, დიმჩუსი 1, შტროპუსი 1, გროსასი, სიმენასი

ისრ: შიკლოში, ტუტკენიცი 1 - გერა 5, ლევი 5, დავდა 2, პომერანცი 2, შკალიმი 2, ჰერშკოვიცი 1, შტელმანი 1, კოფმანი 1, აპო, ფრიდმანი, გერერა, კუშმარო, სეგალი, ტეპერი

მსაჯებიმარკო ბორიჩიჩი - დეიან მარკოვიჩი (სრბ)

13 იანვარი. 17:30 ისრაელი-ლატვია, 20:00 საქართველო-ლიტვა

14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია

--

3 ჯგუფი. ბოლცანოში, იტალია: რუმინეთი 4, იტალია 2, უკრაინა 2, ფარერები 0

უკრ-ფარ 30-22, რუმ-იტა 34-24, ფარ-რუმ 20-28, იტა-უკრ 29-28 – 13 იან: რუმ-უკრ, იტა-ფარ

4 ჯგუფი. ვარზიმში, პორტუგალია: პორტუგალია 2, პოლონეთი 2, კოსოვო 0, კვიპროსი 0

პოლ-კოს 30-19, პორ-კვი 47-16 - 13 იან: კოს-პორ, კვი-პოლ, 14 იან: კვი-კოს, პორ-პოლ

1 ჯგუფი (5 თამაშიდან): რუსეთი 10 ქულა, სლოვაკეთი 6, ფინეთი 3, ლუქსემბურგი 1

ლუქ-ფინ 23-23, რუს-სლკ 32-22, ფინ-რუს 22-35, სლკ-ლუქ 36-19, ლუქ-რუს 19-17, ფინ-სლკ 22-27, რუს-ლუქს 28-17, სლკ-ფინ 24-16, სლკ-რუს 26-32, ფინ-ლუქ 30-25, 13 იან: რუს-ფინ, 14 იან: ლუქ-სლკ

5 ჯგუფი (5): ჰოლანდია 8, ბელგია 7, თურქეთი 5, საბერძნეთი 0

თურ-ბლგ 27-27, ჰოლ-საბ 29-20, ბელ-ჰოლ 25-26, საბ-თურ 19-25, თურ-ჰოლ 30-27, ბელ-საბ 33-28, ჰოლ-თურ 26-19, საბ-ბელ 24-26, ბელ-თურ 27-21, საბ-ჰოლ 23-28, 14 იან: ჰოლ-ბელ, თურ-საბ

6 ჯგუფი:  შვეიცარია 4 (3), ბოსნია 4 (3), ესტონეთი 2 (4)

ბოს-ესტ 31-24, ესტ-ბოს 29-25, ესტ-შვც 22-26, შვც-ესტ 39-21, შვც-ბოს 21-24, 13 იან: ბოს-შვც

ლეიოფი: 8-10/12-14 ივნისი, 2018

პირველი ეტაპის გამარჯვებულ 6 გუნდს დაემატება 10 ქვეყანა ევრო 2018-დან. 16 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 8 ფინალისტს.

ევრო 2018 ხორვატიაში (12-28 იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს - გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

15 იანვარი
18:30 რუსეთი - ბრაზილია სილკ 3
21:00 კორეა - სერბეთი სილკ 2
21:30 ნორვეგია - ჩილე სილკ 3
23:30 გერმანია - საფრანგეთი უნივ.
23:45 ავსტრია - დანია სილკ 3
16 იანვარი
18:30 იაპონია - ისლანდია სილკ 2
18:30 ანგოლა - არგენტინა სილკ 3
21:00 ხორვატია - ბაჰრეინი სილკ 2
21:00 უნგრეთი - ეგვიპტე სილკ 3
23:30 მაკედონია - ესპანეთი უნივ.
23:30 ყატარი - შვედეთი სილკ 3
17 იანვარი
18:30 ბრაზილია - კორეა სილკ 2
18:30 ეგვიპტე - ანგოლა სილკ 3
21:00 გერმანია - სერბეთი სილკ 2
21:00 მაკედონია - ისლანდია სილკ 1
21:00 ყატარი - არგენტინა სილკ 3
23:15 დანია - ნორვეგია უნივ.
23:30 ესპანეთი - ხორვატია სილკ 2
23:30 შვედეთი - უნგრეთი სილკ 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
განახლდება 26 იანვარს

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
12 იანვარი
ყარაბაღი 37-19 განჯლარ ბირლიი
აზერსუ 37-15 იდმან აკადემიასი
10 იანვარი
ოლიმპია 21-33 აზერიოლი
11 იანვარი. არენა 1
ოლიმპია 22-31 აზერიოლი
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
სამტრედია 6 5 1 0 187-125 11
აჭარა 6 5 1 0 172-131 11
BSB ბათუმი 6 4 0 2 137-125 8
ფოთი 6 3 0 3 115-114 6
ქუთაისი 6 1 1 4 122-108 3
ხელვაჩაური 6 1 1 4 132-142 3
წყალტუბო 6 0 0 6 60-180 0
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 7 7 0 0 179-63 14
ყვარელი 7 6 0 1 155-72 12
რუსთავი 7 5 0 2 175-176 10
ქარიშხალა 7 4 0 3 151-147 8
გორი 7 3 0 4 116-137 6
ქარელი 7 2 0 5 126-156 4
ლაგოდეხი 7 1 0 6 65-137 2
თელავი 7 0 0 7 93-172 0
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: