სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel


 
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

ქართველი ხელბურთელები აგრძელებენ საკლუბო სეზონს ევროპულ კლუბებში. მაკედონიაში ორ ქართველს, ორჯონიკიძესა და ჭანტურიას დაემატა საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდი რატი მსხვილიძე, რომელიც ქალაქ ბიტოლას კლუბ რაბოტნიკში ჩაირიცხა. 

ახალ კლუბში პირველი მატჩი მსხვილიძემ სწორედ ქართველების  წინააღმდეგ ითამაშა -  ეს იყო ქალაქ ბიტოლას ორი კლუბის, პელისტერისა და რაბოტნიკის თამაში, რომელიც პელისტერმა მოიგო 25-17, თეიმურაზ ორჯონიკიძემ 11 გოლი გაიტანა, რევაზ ჭანტურიამ 3, მსხვილიძემ კი სეზონი 1 გატანილი გოლით დაიწყო.

იქამდე პელისტერმა 34-23 დაამარცხა სკოპიეს ვარდარის ახალგაზრდული გუნდი (ორივე ქართველმა 5-5 გოლი გაიტანა), მერვე ტურში კი 23-21 მოუგო ოჰრიდს (ორჯონიკიძე 6, ჭანტურია 3) და პირველი წრე 8 მატჩიდან 7 მოგებითა და 21 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორეზე 16 ქულით იმყოფება მსხვილიძის რაბოტნიკი, რომელმაც მე-8 ტურში ვარდარ-ჯუნიორს მოუგო, 24-17. მაკედონიაში ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გადის ფინალურ ექვსეულში, იქ კი სკოპიეს ვარდარსა და მეტალურგთან ერთად ორწრიან ტურნირში გაარკვევს ქვეყნის ჩემპიონს.

რუმინეთში ნათამაშებია 11 ტური. ირაკლი ჩიქოვანის კელერაში პლეიოფში გამსვლელ მე-7 ადგილზეა 11 თამაშიდან 19 ქულით (6, 1, 4). ბოლო 4 ტურში ჩიქოვანის კლუბმა მოიგო ორი თამაში: ლიდერთან, ბუქარესტის სტიაუასთან 24-23 გაიმარჯვა და ქართველმა აქ ერთი გოლი იკმარა, თუმცა, 8 გოლით საუკეთესო იყო ვასლუისთან მოგებულ თამაშში - 29-26. სულ ჩიქოვანს 11 ტურში 44 გოლი დაუგროვდა. ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, ფოჩანი 10 ქულით (3, 1, 6) მე-11 ადგილზეა, მერვეზე მყოფ CSM ბუკურეშტის 8 ქულით ჩამორჩება და 19 ნოებერს გამოტოვებული მატჩი აქვს ბუქარესტის დინამოსთან.

თურქეთში, ქალაქ ანკარის კლუბ MYK ჰენტბოლში თამაშობენ ლექსო წითელიშვილი და უჩა მაისურაძე. კლუბს 6 მატჩიდან 2 მოგება და 4 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. მეხუთე ტურში გუნდმა სტუმრად დაამარცხა ბურსა ნილუფერი 27-26, ორმა ქართველმა კი 14 გოლი გაიტანა (წითელიშვილი 10, მაისურაძე 4). მეექვსე მატჩში  MYK ჰენტბოლი შინ დამარცხდა ბელედიესთან 21-26 (წითელიშვილი 5, მაისურაძე 4).

ლუქსემბურგის ჩემპიონატში 5 მატჩიდან 3 მოგებით მეხუთე ადგილზეა  ვლადიმერ რუსიას კლუბი დიფერდანჟი, რომელსაც დღეს და ხვალ ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის მეორე წრის მატჩები აქვს ბულგარეთის დობრუჯასთან.  პირველ ეტაპზე დიფერდანჟმა ლიტვის კაუნო აზუოლასს აჯობა.

საბერძნეთში, 6 თამაშიდან 3 მოგებით მე-7 ადგილზეა ერეკლე არსენაშვილის კლუბი, ფილიპოს ვერია. მე-5 ტურში ფილიპოსმა სტუმრად 29-19 მოუგო დრამას, რაშიც ახალგაზრდა ქართველმა ხაზის მოთამაშემ თავისი წვლილი 4 გოლით შეიტანა, შემდეგ კი კლუბი შინ დამარცხდა ლიდერ პაოკთან 22-24. არსენაშვილმა გაიტანა 1 გოლი და სულ 5 ნათამაშებ მატჩში 15 დააგროვა.

აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში, კლუბ იდმან აკადემიიასის შემადგენლობაში ქალთა ნაკრების სამი ხელბურთელი, მეკარე ქრისტინე ჯავახია, ქეთევან ვენეცკი და თინათინ ქიტესაშვილი თამაშობს, 4 ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელი კი უახლოეს ხანში გამართავს პირველ მატჩებს ევროპაში.

გიორგი ცხოვრებაძე 2 დეკემბერს იწყებს თავის ოფიციალურ კარიერას საფრანგეთის მონპელიეს ახალგაზრდულ გუნდში, დანიის სკივეში უკვე გაემგზავრა გიორგი დიხამინჯია, იქვე, კლუბ ვიბორგშია მედეა ჩოხელი, ხოლო ესპანეთის გრანოლერსში - ქეთი კუნელაშვილი.  თამაშს ოთხივე თავ-თავისი ასაკის გუნდში იწყებს და ყველას აქვს კარგი შანსი, კარიერა ამ სამი მოწინავე სახელბურთო ქვეყნის პროფესიონალურ გუნდებში განაგრძოს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ვაჟთა უმაღლესი ლიგა 28 ნოემბერს იწყება თბილისში, ხოლო კაცების ეროვნული ნაკრები 13-15 იანვარს ლიტვაში ითამაშებს მსოფლიო ჩემიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს ლიტვის, ლატვიისა და ისრაელის წინააღმდეგ. ქალთა ნაკრებს 2018 წელს ორი ოფიციალური ტურნირი აქვს: მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის კვალიფიკაცია მარტში (წილისყრა 22 ნოემბერსაა), ხოლო შემოდგომაზე უკვე ეროვნული ნაკრებების დონეზე ვითამაშებთ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს. 

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18
უმაღლესი ლიგა. კაცები
8-10 ტურები. აღმოსავლეთი
თბილისი, არენა 2
21 თებერვალი
სტუ ქარიშხალა 29-32 გორი
იმედი თელავი 35-31 პეგასი
 
22 თებერვალი
გორი 28-41 იმედი თელავი
პეგასი 38-36 სტუ ქარიშხალა
 
23 თებერვალი
14:30 იმედი თელავი - სტუ ქარიშხ.
16:30 პეგასი - გორი
8-10 ტურები. დასავლეთი
ზესტაფონის სპორტის სასახლე
14 თებერვალი
ბსბ ბათუმი 39-25 სამტრედია
ქუთაისი 41-27 წყალტუბო
 
15 თებერვალი
წყალტუბო 24-39 ბსბ ბათუმი
სამტრედია 29-39 ქუთაისი
 
16 თებერვალი
სამტრედია 29-31 წყალტუბო
ბსბ ბათუმი 29-27 ქუთაისი
მსაჯები
ინა ჭკუასელი, ნიკოლოზ კევლიშვილი
გაბორ ბარკანი, ბენცე ასტალოზ (უნგ)
დელეგატი: ლევან გელაშვილი
    22 თებ. 2018
        გატ-გაშ  
   BSB ბათუმი 10   9   1   0   376-273 19  
   იმედი თელავი
9   8   0   1   300-258 16  
   ქუთაისი
10   7   1   2   358-275 15  
   პეგასი
9   5   0   4   331-299 10  
   გორი
9   4   0   5   293-325 8  
   სტუ ქარიშხალა
9   2   0   7   271-287 4  
   წყალტუბო 10   2   0   8   299-391 4  
   სამტრედია 10   0   0   10   252-371 0  

გოგონები, 16წ (2002-03)
პირველი წრე, საერთო ტური
4-7 ტურები, არენა 2
12 თებერვალი
მამული 11-16 სამტრედია
აჭარა 13-7 პეგასი
ფოთი 23-7 მამული
სამტრედია 14-24 ქარიშხალა
ფოთი 9-9 ყვარელი
ქარიშხალა 13-18 აჭარა
 
13 თებერვალი
სამტრედია 10-17 პეგასი
აჭარა 16-9 ყვარელი
პეგასი 10-11 ფოთი
სამტრედია 8-17 ყვარელი
ფოთი 14-20 ქარიშხალა
აჭარა 9-4 მამული
   13 თებ. 2018
  გატ-გაშ  
    აჭარა 6   6 0 0 75-43 12  
    ქარიშხალა
6   5 0 1 103-77 10  
    ფოთი 6   3 1 2 84-59 7  
    ყვარელი   6   3 1 2 66-65 7  
    პეგასი
6   2 0 4 62-64 4  
    სამტრედია
6   1 0 5 56-100 2  
    მამული  
6   0 0 6 36-74 0  

ჭაბუკები, 16წ (2002-03)
დასავლეთი განახლდება 4 მარტს
   დასავლეთი   გატ-გაშ  
   სამტრედია 10   8 2 0 238-161 18  
   BSB ბათუმი
10   7 2 1 250-185 16  
   აჭარა 10   7 0 3 267-217 14  
   ფოთი   10   3 0 7 211-230 6  
   ქუთაისი
10   3 0 7 193-300 6  
   ხელვაჩაური
10   0 0 10 225-291 0  

აღმოსავლეთი განახლდება 3 მარტს
   აღმოსავლეთი   გატ-გაშ  
   პეგასი 12   12 0 0 364-145 24  
   ქარიშხალა 12   9 0 3 277-251 18  
   ყვარელი 12   8 1 3 251-214 17  
   თელავი 12   4 1 7 243-277 9  
   რუსთავი
12   4 0 8 231-309 8  
   ქარელი
12   2 0 10 247-322 4  
   გორი 12   2 0 10 181-276 4  

უმაღლესი ლიგა. ქალები
    9 თებ. 2017
        გატ-გაშ  
   ქარიშხალა
7   6   1   0   169-113 13  
   მამული
7   5   1   1   152-95 11  
   ფოთი 7   5   1   1   126-108 11  
   წყალტუბო
7   4   0   3   96-114 8  
   სამტრედია 7   1   3   3   104-121 5  
   აჭარა
7   2   1   4   92-115 5  
   ყვარელი
7   1   0   6   101-120 2  
   პეგასი 7   0   1   6   79-133 1  

მსოფლიო ჩემპიონატი 2019
კვალიფიკაცია. პირველი ეტაპი

2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L




ჩვენი პარტნიორები: