სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel


 
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

საკლუბო სეზონი ევროპაში 8 ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო, თუმცა, მათი რიცხვი შესაძლოა მალე გაიზარდოს. ამ მომენტისთვის ჩვენიანები თამაშობენ რუმინეთის, მაკედონიის, საბერძნეთის, თურქეთისა და ლუქსემბურგის პირველობებზე.  

რუმინეთის ეროვნულ ლიგაში, ისევე როგორც წინა სეზონში, საქართველოს ნაკრები ორი მოთამაშეა. ნათამაშევია 7 ტური, 14 გუნდიდან 8 საუკეთესო ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს. ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი 7 ქულით (2 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება) მე-12 ადგილზეა, შოთამ კი ამასწინათ ბრწყინვალედ ითამაშა რუმინულ გრანდ კონსტანცასთან მოგებულ თამაშში (21-19) და წარდგენილი იყო  მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშეობაზე, რომელსაც ვებგვერდი www.handbalvolei.ro აწარმოებს. ქართველმა მეკარემ ხმების 41 პროცენტი მოაგროვა, 108 ხმით აჯობა უახლოეს კონურენტს  და გახდა კიდეც ტურის მოთამაშე!

მეშვიდე ტურში დადგა დუნარეა კელერაშის ქართველი უკანახაზელის, ირაკლი ჩიქოვანის ჯერი. ირაკლიმ 8 გოლი გაუტანა ფეგერაშს, მისმა კლუბმა 26-22 მოიგო, ქართველი ხელბურთელი კი მოხვდა ტურის საუკეთესო მოთამაშეობაზე წარდგენილ შვიდეულში, გამოკითხვაში კი ჯერჯერობით ხმების 7 პროცენტი აქვს. კელერაში 7 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა 13 ქულით (4, 1, 2), ჩიქოვანს, კი მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო საწყისი მატჩები გამოტოვა, უკვე 29 გოლი აქვს გატანილი.

ტრავმით გამოწვეული თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ, ხელბურთს დაუბრუნდა ვლადიმერ რუსია. ბოლოს მან 2015 წელს, რუმინულ ოდორჰეიში, შოთა თევზაძესთან ერთად ევროპული ჩელენჯ კაპი მოიგო, ახლა კი იმავე ტურნირზე ლუქსემბურგის რედ ბოიზ დიფერდანჟის შემადგენლობაში გამოდის. ლუქსემბურგელებმა პირველ წრეში გამოთიშეს ლიტვის კაუნო-აზუოლასი (32-26, 25-26) და მეორეში ბულგარეთის დობრუჯას ეთამაშებიან. რუსიამ ორივე მატჩში ითამაშა, ლუქსემბურგის ჩემპიონატში კი მის კლუბს ორიდან ორი მოგება აქვს.

მაკედონიაში ორი ჩვენებურია. თეიმურაზ ორჯონიკიძემ, ევროპაში თავისი პირველი სეზონი პრილეპის კლუბში ჩაატარა, ახალი სეზონისთვის კი რევაზ ჭანტურიას გუნდს, პელისტერს შეუერთდა.  პირველ ეტაპზე 9 გუნდი თამაშობს ორ წრედ, საუკეთესო ოთხეულს კი ფინალურ ექვსეულში დაემატება ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი და ჩემპიონობას გაითამაშებს. პელისტერს 5 თამაშიდან 4 მოგება აქვს და 12 ქულით ლიდერია. მეხუთე ტურის ოლ-სტარში ორივე ქართველი მოხვდა მას შემდეგ, რაც პელისტერმა ორჯონიკიძის ყოფილი კლუბი, პრილეპი დაამარცხა სტუმრად - 26-23, ხოლო 26-დან 18 გოლი ორმა ქართველმა გაიტანა. ორჯონიკიძე მესამე ტურის შემდეგაც მოხვდა საუკეთესო შვიდეულში, როცა 8 გოლი გაუტანა პროლეტს (28-21), ხოლო მეოთხე ტურში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი ბორეცთან (33-29).

თავის პირველ ევროპულ სეზონს ბერძნულ  ფილიპოს ვერიაში ატარებს ჭაბუკთა ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი. მისი კლუბი  4 ტურის შემდეგ 2 მოგებით მეხუთე ადგილზეა საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში. ბოლო ტურში, ფილიპოსმა 33-15 მოუგო პანელინიოსს, ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი 5 გოლი გაიტანა. არსენაშვილი საქმეში მეორე ტურიდან ჩაება და ხუთიც ბურთიც 2-3 ტურებში ჰქონდა დაგროვილი.

მეორე სეზონს ატარებენ თურქეთის პრემიერლიგაში ლექსო წითელიშვილი და უჩა მაისურაძე. მათი გუნდი, MYK ჰენტბოლი 4 თამაშის შემდეგ 1 მოგებით ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.

უახლოეს მომავალში უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების რიცხვი გაიზრდება. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფორმალობები მოგვარდება, აზერბაიჯანის ჩემპიონატში უნდა ჩაებას 4 ჩვენებური - ქუთაისისა და ნაკრები მარჯვენა გარემარბი ხაზეინ რუსტამოვი და ქალთა ნაკრების სამი წევრი - მეკარე ქრისტინე ჯავახია, ქეთევან ვენეცკი და თინათინ ქიტესაშვილი.

დაბოლოს, საგულისხმო ამბები კიდევ 4 ახალგაზრდა ხელბურთელის შესახებ. დანიაში, ქალაქ ვიბორგის აკადემიაში არიან გოგონათა ნაკრების კაპიტანი მედეა ჩოხელი და ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი დიხამინჯია. აკადემიის გარდა ისინი კლუბებშიც ვარჯიშობენ და იქ დარჩებიან კიდეც. ჩოხელს მომდევნო კვირიდან ეწყება თამაშები სახელბურთო კლუბ ვიბორგში, ხოლო დიხამინჯია მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდა სამუშაო ვიზის ასაღებად, რის შემდეგაც კლუბ სკივეს წევრი გახდება. ჩოხელიც და დიხამინჯიაც ამ კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყებენ თამაშს და თავის გამოჩენის შემთხვევაში პროფესიულ კონტრაქტსაც მიიღებენ. ანალოგიური პერსპექტივა აქვს კიდევ ორ ახალგაზრდას - 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე ნოემბერში საფრანგეთის მონპელიეს ახალგაზრდულ კლუბში მიემგზავრება, ხოლო ქეთი კუნელაშვილი საბუთებს ამზადებს ესპანეთის გრანოლერსში წასასვლელად. მან ამ კლუბში უკვე გამოიჩინა თავი ზაფხულში, გოგონათა ტურნირზე, გრანოლერსის თასზე და ახალგაზრდული გუნდიდან მოწვევაც მიიღო. ახალწვეულთა ამ ორი ოთხეულის შესახებ ვრცლად მომდევნო მიმოხილვებში ვისაუბრებთ.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18
უმაღლესი ლიგა. კაცები
8-10 ტურები. აღმოსავლეთი
თბილისი, არენა 2
21 თებერვალი
სტუ ქარიშხალა 29-32 გორი
იმედი თელავი 35-31 პეგასი
 
22 თებერვალი
გორი 28-41 იმედი თელავი
პეგასი 38-36 სტუ ქარიშხალა
 
23 თებერვალი
იმედი თელავი 30-20 სტუ ქარიშხ.
პეგასი 42-40 გორი
8-10 ტურები. დასავლეთი
ზესტაფონის სპორტის სასახლე
14 თებერვალი
ბსბ ბათუმი 39-25 სამტრედია
ქუთაისი 41-27 წყალტუბო
 
15 თებერვალი
წყალტუბო 24-39 ბსბ ბათუმი
სამტრედია 29-39 ქუთაისი
 
16 თებერვალი
სამტრედია 29-31 წყალტუბო
ბსბ ბათუმი 29-27 ქუთაისი
მსაჯები
ინა ჭკუასელი, ნიკოლოზ კევლიშვილი
გაბორ ბარკანი, ბენცე ასტალოზ (უნგ)
დელეგატი: ლევან გელაშვილი
    23 თებ. 2018
        გატ-გაშ  
   BSB ბათუმი 10   9   1   0   376-273 19  
   იმედი თელავი
10   9   0   1   329-278 18  
   ქუთაისი
10   7   1   2   358-275 15  
   პეგასი
10   6   0   4   373-339 12  
   გორი
10   4   0   6   333-367 8  
   სტუ ქარიშხალა
10   2   0   8   291-317 4  
   წყალტუბო 10   2   0   8   299-391 4  
   სამტრედია 10   0   0   10   252-371 0  

გოგონები, 16წ (2002-03)
პირველი წრე, საერთო ტური
4-7 ტურები, არენა 2
12 თებერვალი
მამული 11-16 სამტრედია
აჭარა 13-7 პეგასი
ფოთი 23-7 მამული
სამტრედია 14-24 ქარიშხალა
ფოთი 9-9 ყვარელი
ქარიშხალა 13-18 აჭარა
 
13 თებერვალი
სამტრედია 10-17 პეგასი
აჭარა 16-9 ყვარელი
პეგასი 10-11 ფოთი
სამტრედია 8-17 ყვარელი
ფოთი 14-20 ქარიშხალა
აჭარა 9-4 მამული
   13 თებ. 2018
  გატ-გაშ  
    აჭარა 6   6 0 0 75-43 12  
    ქარიშხალა
6   5 0 1 103-77 10  
    ფოთი 6   3 1 2 84-59 7  
    ყვარელი   6   3 1 2 66-65 7  
    პეგასი
6   2 0 4 62-64 4  
    სამტრედია
6   1 0 5 56-100 2  
    მამული  
6   0 0 6 36-74 0  

ჭაბუკები, 16წ (2002-03)
დასავლეთი განახლდება 4 მარტს
   დასავლეთი   გატ-გაშ  
   სამტრედია 10   8 2 0 238-161 18  
   BSB ბათუმი
10   7 2 1 250-185 16  
   აჭარა 10   7 0 3 267-217 14  
   ფოთი   10   3 0 7 211-230 6  
   ქუთაისი
10   3 0 7 193-300 6  
   ხელვაჩაური
10   0 0 10 225-291 0  

აღმოსავლეთი განახლდება 3 მარტს
   აღმოსავლეთი   გატ-გაშ  
   პეგასი 12   12 0 0 364-145 24  
   ქარიშხალა 12   9 0 3 277-251 18  
   ყვარელი 12   8 1 3 251-214 17  
   თელავი 12   4 1 7 243-277 9  
   რუსთავი
12   4 0 8 231-309 8  
   ქარელი
12   2 0 10 247-322 4  
   გორი 12   2 0 10 181-276 4  

უმაღლესი ლიგა. ქალები
    9 თებ. 2017
        გატ-გაშ  
   ქარიშხალა
7   6   1   0   169-113 13  
   მამული
7   5   1   1   152-95 11  
   ფოთი 7   5   1   1   126-108 11  
   წყალტუბო
7   4   0   3   96-114 8  
   სამტრედია 7   1   3   3   104-121 5  
   აჭარა
7   2   1   4   92-115 5  
   ყვარელი
7   1   0   6   101-120 2  
   პეგასი 7   0   1   6   79-133 1  

მსოფლიო ჩემპიონატი 2019
კვალიფიკაცია. პირველი ეტაპი

2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L




ჩვენი პარტნიორები: